საქართველოს პრეზიდენტი ფრანგული პენსიიდან ყოველთვიურად 2841 ევროს იღებს

საქართველოს პრეზიდენტი ფრანგული პენსიიდან ყოველთვიურად 2841 ევროს იღებს

access_time2023-02-10 21:30:33

2022 წელს ფრანგული დაგროვებითი პენსიიდან საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 34094 ევროს შემოსავალი მიიღო, რაც ყოველთვიურად 2841 ევროს შეადგენს.


სწორედ ფრანგული პენსიის იმედად თქვა თავის დროზე სალომე ზურაბიშვილმა უარი საქართველოს პრეზიდენტის ხელფასზე.



„ვინაიდან პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი უკვე გაუქმდა, მე გადავწყვიტე, მოვნახო ფორმები ქველმოქმედების, ნოვაციის ხელშეწყობის. მე მგონი, ეს აუცილებელია. პრეზიდენტი უნდა იყოს ერთგვარი მფარველი ამ ქმედებების - ჩვენ ჯერ კიდევ ვმუშაობთ ამ იურიდიულ ფორმაზე, რომ კერძო საწყისზე შეიქმნას ფონდი ჩემი ეგიდით და საზოგადოების წარმომადგენლების დახმარებით. სადაც პირველ რიგში მე და იმედი მაქვს, სხვებიც მომყვებიან, გადავრიცხავ ჩემს ხელფასს. რამეთუ მე ვიღებ საფრანგეთიდან ჩემს დაგროვილ პენსიას, რაც მეყოფა სრულებით. ასე რომ, შემიძლია, ჩემი პრეზიდენტის სარგო მოვახმარო იმ საქმეებს, რასაც ერთად გადავწყვეტთ, რომ არის მნიშვნელოვანი ქველმოქმედების ან რამე ინიციატივების მხრივ,“ - განაცხადა 2019 წლის იანვარში სალომე ზურაბიშვილმა.




პრეზიდენტმა 2022 წელს მთლიანობაში ხელფასის სახით 76560 ლარი აიღო (თვეში 6380 ლარი). პრეზიდენტის ბოლო დეკლარაციაში, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა 2023 წლის 26 იანვარს შეავსო, აღნიშნულია, რომ 2022 წელს პრეზიდენტმა ქველმოქმედებაში 17 130 ლარი დახარჯა, ხოლო საქველმოქმედო ფონდის საშუალებით 40 000 ლარი. როგორც ჩანს პრეზიდენტს ხელფასი გაეზარდა, რადგანაც წინა, 2021 წელს სალომე ზურაბიშვილს ხელფასის სახით 66240 ლარი აქვს ჩარიცხული.



რაც შეეხება პრეზიდენტის უძრავ ქონებას, სალომე ზურაბიშვილი წლებია საფრანგეთში, პარიზში 60 კვ.მ ფართის ბინას ფლობს. ასევე სალომე ზურაბიშვილის საკუთრებაშია მიწის ნაკვეთი თბილისი, კუფტინის ქუჩაზე, რომელზედაც აშენებულია საცხოვრებელი სახლი (126.33კვ.მ)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up