საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დიდი ბრიტანეთის დედოფლის ელისაბედ მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„მისმა უდიდებულესობა, დედოფალმა ელისაბედ მეორემ საკუთარი სიცოცხლე მიუძღვნა საკუთარ ხალხს, მის ერსა და ერთა თანამეგობრობას.
ის იყო შემართებისა და დემოკრატიული ღირებულებების ერთგულებისა და ღირსების მაგალითი, რითაც მან ისტორიაში უნიკალური ადგილი დაიმკვიდრა.
ჩემი ფიქრები და ლოცვები სამეფო ოჯახთანაა“, - წერს პრეზიდენტი Twitter-ზე.
imedinews.ge