სალომე ზურაბიშვილი გაეროს გლობალური შეთანხმების გამგეობის წევრად და გლობალური ქსელების საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს

სალომე ზურაბიშვილი გაეროს გლობალური შეთანხმების გამგეობის წევრად და გლობალური ქსელების საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს

access_time2023-02-08 10:40:00

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორი, სალომე ზურაბიშვილი გაეროს გლობალური შეთანხმების გამგეობის წევრად და გლობალური ქსელების საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს.



„ჩემთვის დიდი პატივია გაეროს გლობალური შეთანხმების გამგეობის წევრად და მსოფლიო ქსელების საბჭოს თავმჯდომარედ არჩევა. ეს ჩვენი ქვეყნისთვისაც დიდი პატივია, ამასთან ერთად დიდი პასუხისმგებლობა, ვიყოთ მსოფლიოში ყველაზე მსხვილი კორპორაციული მდგრადობის პლატფორმის, გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური ინიციატივის, გამგეობაში და წარმოვადგენდეთ მსოფლიოს 64 ქვეყანის ქსელს. იმედი მაქვს, წვლილს შევიტანთ როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში ბიზნეს სექტორის უფრო მდგრად მიდგომების, ადამიანისა და შრომის უფლებების, გარემოს დაცვის და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით, ასევე მივაღწევთ ბიზნესის კიდევ უფრო აქტიურ ჩართულობას გაეროს მდგრადი განვითარების დღის წესრიგის შესრულებაში“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.




გაეროს გლობალური შეთანხმების გამგეობაში 21 წევრია - გაერთიანებული ერების, მულტინაციონალური საწარმოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები. მათ შორის: გაეროს გენერალური მდივანი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, საერთაშორისო გამჭვირვალობის თავმჯდომარე, საერთაშორისო სავაჭრო პალატის გენერალური მდივანი, Schneider Electric-ის, Natura & Co-ს და სხვა საერთაშორისო საწარმოებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელები.



გლობალური ქსელების საბჭო შედგება გაეროს გლობალური შეთანხმების ადგილობრივი ქსელების აღმასრულებელი დირექტორებისგან მსოფლიოს 64 ქვეყნიდან, გაეროს გლობალური შეთანხმების სათაო ოფისის (GCO) და გაეროს გლობალური შეთანხმების ფონდის ხელმძღვანელი პირებისგან.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up