სალომე ზურაბიშვილი – საქართველო ახლა უფრო მეტად უნდა ახსოვდეს ყველას

სალომე ზურაბიშვილი – საქართველო ახლა უფრო მეტად უნდა ახსოვდეს ყველას

access_time2022-04-29 14:00:00

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ფორინ პოლისისთან“ ინტერვიუში, უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგებზე, საერთშორისო სანქციებსა და უკრაინის მიერ საქართველოდან ელჩის გაწვევაზე საუბრობს.


„საქართველო ახლა უფრო მეტად უნდა ახსოვდეს ყველას, რადგან ჩვენ, მოლდოვასთან ერთად, ვართ რუსეთის ფრონტის ხაზზე. ამავე დროს, ჩვენ არ ვართ დაცულები ევროკავშირის უსაფრთხოების სისტემით და არც, ნატო-ს უსაფრთხოების გარანტიებით. ეს კი ჩვენ უფრო მეტად დაუცველს გვხდის მოვლენების ორივე სცენარით განვითარების შემთხვევაში. ანუ თუ რუსეთის მოიგებს, ის უფრო ამბიციური გახდება, როგორც ახლა ჩანს. თუ რუსეთი ვერ მიაღწევს იმ გამარჯვებას, რომელიც სურს, მაშინ ისინი კომპენსაციის ძებნას დაიწყებენ. მე არ ვამბობ, რომ მოვლენები მაინცდამიანც ამ სცენარით განვითარდება, მაგრამ ჩემი აზრით, საქართველო უფრო ხშირად უნდა ახსენონ. ცხადია, პრიორიტეტი ახლა უკრაინაა და ასეც უნდა იყოს. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. შეჯიბრებას არ ვაწყობთ. მაგრამ ამავე დროს საქართველო არ უნდა იყოს დავიწყებული, რადგან ეს შეიძლება იყო ძალიან არასწორი გზავნილი მოსკოვისთვის“, – ამბობს ზურაბიშვილი


ამავე ინტერვიუში პრეზიდენტი ზურაბიშვილი აცხადებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე, საქართველოს სურს მეტი დახმარება დასავლეთისაგან, მათ შორის უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში.


„ჩემი აზრით, უახლოეს მომავალში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება შავი ზღვა. აქ გვჭირდება დახმარება სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებაში, რადგან ჩვენ უკეთ ვიცით, რა ხდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რუსეთი შავი ზღვის მეტი სანაპიროს გაკონტროლებას ცდილობს. კიბერუსაფრთხოება არის ის სფერო, რომელშიც მეტ მხარდაჭერას და თანამშრომლობას ვითხოვთ. თავდაცვის შეიარაღება არის ის, რაც მეტი გვჭირდება“, – ამბობს ზურაბიშვილი ფორინ პოლისისთან საუბრისას.



მისივე თქმით, ის ელის, რომ საქართველო დაესწრება ნატო-ს მადრიდის სამიტს, სადაც ზურაბიშვილის თქმით, გამოჩნდება, მზადაა თუ არა ალიანსი გადადგას საქართველოს ინტეგრაციისკენ ნაბიჯები.


ის ასევე საუბრობს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებზე და ამბობს, რომ საქართველო ყველა ასეთ სანქციებს მიერთებულია.


„საქართველო ყველა საერთაშორისო სანქციის მონაწილეა, ყველა ფინანსური სანქციის. საქართველოს ფინანსური ხელისუფლება და ბანკები ამ სანქციებს ზედმეტადაც კი ემორჩილებიან, რადგან ძალიან ეშინიათ სხვებს ჩამორჩნენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს საქართველოს ძვირი უჯდება. რაც შეეხება ინდივიდუალურ სანქციებს, საქართველოს ბევრის გაკეთება არ შეუძლია. ჩვენ რუსეთიდან და უკრაინიდან ხორბლის იმპორტს ვახორციელებდით. ჩვენ 90%-ით ვართ დამოკიდებულები. ახლა არის გადახდის პრობლემა, თუ არ გადავიხდით, იმპორტს ვეღარ განვახორციელებთ. ასევე არის გარკვეული ვაჭრობა რუსეთსა და საქართველოს შორის, მაგალითად ხილით ვაჭრობა, რაც არ არის სანქცირებული საქონელი. ასე რომ, ვფიქრობ, სანქციებთან დაკავშირებით ადგილი ჰქონდა გაუგებრობას, იმის ახსნის დროს, თუ რა სანქციებს უერთდება საქართველო და რომელს არ უერთდება“, -ამბობს საქართველოს პრეზიდენტი.


კითხვაზე, რატომ გაიწვია მაშინ უკრაინამ საკუთარი ელჩი საქართველოდან, პრეზიდენტი ზურაბიშვილი ამბობს, რომ ამას გარკვეული პოლიტიკური ქვეტექსტი აქვს.


„ეს არის დაკავშირებული შიდა პოლიტიკასთან საქართველოში და ზოგიერთი ქართული ოპოზიციური პარტიის კავშირებთან ზოგიერთ უკრაინელ ლიდერთან. არ მსურს ვინმეს მხილება… ახლა ჩვენი უკრაინელებთან ურთიერთობა უნდა იყოს, რაც შეიძლება ახლო. ყველაფერი, რაც რაიმე სახის უთანხმოებას აჩვენებს, და ეს ვუთხარი უკრაინელ ლიდერებს, ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით, წყალს სახამს რუსეთის წისქვილზე. ამიტომ არ მიყვარს ამ საკითხის განხილვა, მაგრამ ცხადია, რომ საქართველოში არიან ოპოზიციის ლიდერები, სააკაშვილთან დაახლოებულები. სააკაშვილი კი უკრაინაში იმყოფებოდა და მეგობრები ჰყავს, ის ცდილობს საქართველო და უკრაინას შორის ურთიერთობების დაძაბვას, რისი დროც ახლა, ჩემი აზრით, არ არის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


1tv.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up