2019 წლის ოქტომბერში შავ სიაში 495,620 მსესხებელი იყო, 2020 წელს მათი რიცხვი 519,006-მდე გაიზარდა, 2021 წელს 504,889-მდე, ხოლო მიმდინარე წლის ოქტომბერში 574,715 გახდა.
რაც შეეხება სესხების რაოდენობას, თუ 2019 წელს 2,553,781,747 ლარის ვადაგადაცილებული სესხი იყო, 2020 წელს 3,088,094,794 ლარი გახდა, 2021 წელს 3,622,861,901 ლარის, ხოლო მიმდინარე წელს 4,359,105,450 ლარამდე გაიზარდა.
აღიშნული ინფორმაცია პერლამენტარმა ლევან ხაბეიშვილმა ეროვნული ბანკისგან გამოითხოვა. მოთხოვნილი ინფორმაცია მოიცავდა შემდეგს 2019, 2020, 2021 და 2020 წლებში საფინანსო ორგანიზაციებთან არსებული დავალიანების გამო, ე.წ. შავ სიაში მყოფი მოქალაქეების და მათ მიერ 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობას.
აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვნად არის გაზრდილი სესხის გამცემ სუბიექტებთან არსებული დავალიანების გამო შავ სიაში მოხვედრილი ადამიანების რაოდენობა, თუ 2019 წლის ოქტომბერში ასეთი 143,819 ადამიანი იყო, მიმდინარე წლის შესაბამის პერიოდში 280,849 გახდა, ხოლო სესხის მოცულობა 258,161,641 ლარიდან 1,451,737,999 ლარამდე გაიზარდა.