სამართლიანი სასამართლოს როლი კონკურენციის ინდექსში, ინვესტიციების მოზიდვასა და ქვეყნის ბრენდინგში

სამართლიანი სასამართლოს როლი კონკურენციის ინდექსში, ინვესტიციების მოზიდვასა და ქვეყნის ბრენდინგში

access_time2021-12-17 12:00:22

რამდენად მნიშვნელოვანია სასამართლო სისტემის როლი ქვეყნის ეკონომიკასა და იმიჯში და როგორია დღეს საქართველოში არსებული სასამართლო სისტემა, ამ თემაზე სასაუბროდ რადიო “კომერსანტის“ გადაცემაში „ბრენდი საქართველო“ ავტორმა და წამყვანმა ლევან კობერიძემ იურიდიული ფირმა BLB-ის პარტნიორი, თბილისის საოლქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე და თბილისის ყოფილი პროკურორი მაია მწარიაშვილი მიიწვია. მისი თქმით, დღეს საქართველოს მართლმსაჯულების სისტემას რა რეკლამაც არ უნდა გაუკეთდეს, ის არ იყიდება, რადგან ამ პროდუქტისადმი ნდობა დაბალია და თუ საქართველოს მიზანი ქვეყნის განვითარება და პარტნიორების დაინტერესებაა, ქვეყანას გამართული მართლმსაჯულება და გამართული სასამართლო სისტემა სჭირდება. მისივე თქმით ამის გარეშე სახელმწიფო ვერ შედგება.

 


„გააჩნია როგორ ვხედავთ ქვეყანას პერსპექტივაში, თუ მხოლოდ ტურიზმის კუთხით გვაინტერესებს, შეიძლება ტურისტმა ყურადღება არ მიაქციოს და სასამართლოს და მართლმსაჯულების გარეშე ერთი კვირა გაძლოს, მაგრამ თუ ჩვენ უფრო ფართო მასშტაბებზე ვსაუბრობთ, რაც გულისხმობს ინვესტიციებს, განვითარებას, სანდოობას, გვსურს, რომ პარტნიორებმა დაგვინახონ და ჩვენც იმ წესებით ვითამაშოთ, როგორც დანარჩენი ცივილური სამყარო და ჩვენი წესები მათთვის გასაგები იყოს, ცხადია, საჭიროა მართლმსაჯულება და გამართული სასამართლოს.

ეს გულისხმობს ინვესტიციებს, ქვეყნის განვითარებას, სანდოობას და ა.შ. გინდა რომ თანაბარ პარტნიორად დაგინახონ და იგივე წესებით ითამაშო და დანარჩენი ცივილური სამყაროსთვის შენი წესები გასაგები იყოს, მაშინ ცხადია, რომ ქვეყანაში მართლმსაჯულება და გამართული სასამართლო სისტემა გვინდა, ამის გარეშე სახელმწიფო უბრალოდ ვერ შედგება.

ნებისმიერ შემთხვევაში ბრენდის ელემენტი რაც არ უნდა იყოს, თუ მას მართლმსაჯულება ზურგს არ უმაგრებს, ეს უკვე ბრენდზე ნეგატიურად აისახება“, - აღნიშნა მაია მწარიაშვილმა.

 


მწარიაშვილმა მაგალითად ინგლისური მართლმსაჯულება მოიყვანა და განმარტა, რომ ინგლისური მართლმსაჯულება ნამდვილად არის ქვეყნის ბრენდი და მსოფლიოში მის მიმართ ნდობა მაღალია.



ინგლისური მართლმსაჯულება ინგლისის ბრენდია, ის ძალიან ამბიციური მართლმსაჯულებაა და მის მიმართ მსოფლიოში ნდობა მაღალია. ინგლისური მართლმსაჯულება ძალიან ხანგრძლივ ტრადიციებზე დგას და ის მყარი და განჭვრეტადია, მისი კვალიფიციურობის მიმართ კითხვები არ არსებობს“, - აღნიშნა მაია მწარიაშვილმა.

 


მისივე განმარტებით, განსხვავებით აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებებისგან, სასამართლო არის ერთადერთი ხელისუფლება, რომლის იმიჯი ინდივიდებზე - კონკრეტული მოსამართლეების ავტორიტეტზე და რეპუტაციაზე დგას.

 

„სასამართლოში მნიშვნელოვანია კონკრეტული პერსონები სახელებით, გვარებით და მათი გადაწყვეტილებებით. უცხოეთში, თუ დაგაინტერესებთ, არის შესაძლებლობა, რომ გაეცნოთ მოსამართლეების დოსიეებს, ნახოთ მათი გადაწყვეტილებები, რაც ჩვენთან არ ხდება. ოფიციალურ დონეზე ვერ ნახავთ რა საქმე გახილა მოსამართლემ, რა გადაწყვეტილება მიიღო და ასე შემდეგ. სწორედ მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით ყალიბდება ამა თუ იმ მოსამართლის რეპუტაცია. ჩვენთან მხოლოდ ჟურნალისტები თუ გაიგებენ საკუთარი წყაროებით რამეს.


მოსამართლე საზოგადოებას მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით ესაუბრება და არა იმ პოლიტიკური გადაწყვეტილებებით, რასაც დღეს ჩვენ ვუყურებთ. მოსამართლის გადაწყვეტილება უნდა იყოს ისეთი, რომ ყველამ გაიგოს, თუ რა წერია იქ, გადაწყვეტილება უნდა იყოს სრულყოფილი ამბავი, როგორც კი გადაწყვეტილებაში ამბავი არ ჩანს, იქ უკვე ნდობა იკარგება. ჩვენთან ეს სისტემა უცნაური და დროთა განმავლობაში დამახინჯებულია, პრაქტიკულად ვერ მოვიპოვებთ ისეთ სასამართლო გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება კითხვადი. როგორც წესი, სასამართლო ამ გადაწყვეტილებებს იძლევა დაშტრიხული სახით და იშველიებს პერსონალურ მონაცემთა დაცვას. უკეთეს შემთხვევაში, თუ სასამართლომ ეს გადაწყვეტილება მოგცათ, ტექსტის უდიდესი ნაწილი დაშტრიხულია. როდესაც კონკრეტულ გადაწყვეტილებაში ჩავიხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ მდგომარეობა იმაზე უფრო მძიმეა, ვიდრე ეს გარედან ჩანს, მაგალითად გადაწყვეტილებების დიდი ნაწილი დაუსაბუთებელია, როდესაც გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, მაშინ თვითნებობისთვის დიდი ველი რჩება. დასაბუთებას სჭირდება არგუმენტები, კვალიფიკაცია, არგუმენტები განვითარებას და მსჯელობას საჭიროებს და როდესაც ეს არ გხვდება, უკვე ვარაუდობ თვითნებობას. სასამართლო გადაწყვეტილება არათუ გამარჯვებულისთვის უნდა იყოს სასიხარულო, დამაჯერებელი უნდა იყოს იმ მხარისთვისაც, ვინც ეს პროცესი წააგო“, - აღნიშნა მაია მწარიაშვილმა.


 

 

მწარიაშვილი კალიფორნიაში ნონა გაფრინდაშვილის ნეტფლიქსის წინააღმდეგ საქმეს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი კარიერის მანძილზე სიმშვიდის განცდა პირველად აქვს, რადგან მოსამართლესთან მიმართებაში ეჭვი იმაზე, რომ ის შეიძლება არ იყოს დამოუკიდებელი, განსხვავებით ქართული სასამართლოსგან, არ არსებობს.



“ჩვენ გვქონდა ოფცია, რომ ქართულ სასამართლოში წავსულიყავით, მაგრამ იმ მიზეზების გამო, რომ ქართული სასამართლოს მიმართ ნდობა დაბალია, იმ შემთხვევაშიც კი, რომ საქმე ჩვენ სასარგებლოდ დასრულებულიყო, უარი ვთქვით. ქართული სასამართლო შეგვეძლო ზიანის მიყენების ადგილის მიხედვით აგვერჩია, თუმცა შემდეგ გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ამერიკაში უნდა მოგვეთხოვა და ამასთან დაკავშირებით პრობლემები იქნებოდა, ქალბატონი ნონას პოზიციაც იყო ის, რომ მას ამ თემაზე რეპუტაცია შელახულ სასამართლოში დავა არ უნდოდა“, - აღნიშნა მაია მწარიაშვილმა.



მწარიაშვილის თქმით, მაშინ როდესაც საქმეში უცხოური მხარე შემოდის, იურიდიული კომპანიები ქართულ სასამართლოში დავას არ ურჩევენ, რადგან ქართული სასამართლო არ არის განჭვრეტადი.

 


„ამა თუ იმ საქმეზე მოსამართლის ქცევა უნდა იყოს განჭვრეტადი და ის რაღაც ლოგიკას უნდა ექვემდებარებოდეს. ის არ უნდა იყოს მოულოდნელი და სიურპრიზი. უნდა იყოს დამკვიდრებული პრაქტიკა, რაც გაზღვევს, რომლის საფუძველზეც სწორად ურჩევ კლიენტს და სასამართლოში ტყუილად არ წაიყვან.

ნორმალურ ქვეყნებში, მაგალითად ქალბატონი ნონას საქმეში, ამერიკაში, ჩვენი ადვოკატები იშველიებენ 60-იანი წლების გადაწყვეტილებებს, ისინიც კი დღეს ცოცხალი პრეცედენტებია და ასე ვერ იცვლება. ქართული სასამართლოს შემთხვევაში იურისტები ვიქცევით უკუღმა, ჩვენ ვნახულობთ სულ ბოლო საქმე როგორ იყო, რადგან ჩვენთან ყველაფერი იცვლება და არასდროს ვიცით, თუ საიდან დაუბერავს ქარი. მთელ მსოფლიოში ეს პრეცედენტები დროს უძლებს“, - აღნიშნა მაია მწარიაშვილმა.

 


იურისტის თქმით, როდესაც საუბარია ინვესტორებზე, ინვესტიციებზე და ქვეყნისადმი დამოკიდებულებაზე, სხვადასხვა რეპორტებში და ანგარიშებში ყველგან არის სასამართლოების მიმართ ეჭვები აღნიშნული. მისივე თქმით, ინვესტორები აღნიშნავენ ეჭვებს კონკრეტული სასამართლო გადაწყვეტილებებსა და ბიზნეს დავებთან დაკავშირებით, ასევე ეჭვებია მოსამართლეთა კვალიფიკაციაზე.

 


„ჩვენ სფეროშიც ყოველწლიურად ქვეყნდება სამართლის უზენაესობის ინდექსი და იქ სხვადასხვა ინდიკატორებია. 2015 წლიდან მოყოლებული ცუდი მაჩვენებელი გვაქვს სისხლის სამართლის მიმართულებით, ამბობენ, რომ სისხლის სამართალი ყველაზე მეტად მოწყვლადია, თუმცა სამოქალაქო სამართალწარმოების კუთხით სამართლის უზენაესობის ინდექსს უფრო მნიშვნელოვანი ვარდნა აქვს რაც ძალიან დამაფიქრებელია. დიდი ბიზნეს დავებისას სასამართლოს მიმართ ნდობა ინვესტორებში კითხვის ნიშნებს იწვევს. ზუსტად ამიტომ იურიდიულ კომპანიები ინვესტორებთან ერთად ვმსჯელობთ თუ როგორ ვეძებოთ ალტერნატივა, ახალ სასამართლოს ჩვენ ვერ მოვიგონებთ, არსებულ რეალობაში უნდა ვიმოძრაოთ რომ კონკრეტული ინვესტორი და ინვესტიცია რაც შეიძლება მეტად იყოს დაცული. როდესაც ვსაუბრობდი ინგლისურ სასამართლოზე, ის, ჩემი აზრით, იმ ქვეყანაში ბრენდია, შვეიცარიაში შეიძლება ითქვას, რომ საარბიტრაჟო კანონმდებლობაა ბრენდი. ითვლება, რომ იქ საარბიტრაჟო კანონმდებლობა ძალიან ლიბერალურია და კარგად მუშაობს. ჩვენ რეალობაში ალტერნატიული ფორუმების ძებნის პარალელურად, სხვადასხვა დონეებზე, არბიტრაჟების საკითხი წამოიწეოდა ხოლმე. მე თუ მკითხავთ, ქართულმა არბიტრაჟებმა მაინც ვერ იმუშავა, რადგან იქ რაღაც დოზით სასამართლო კონტროლი შემოდის. ვთქვათ, სააპელაციო ასამართლოს დონეზე, საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება შესაძლებელია, ამიტომ ეს პროცესს მოუქნელს ხდის“, - აღნიშნა მაია მწარიაშვილმა.

 


კითხვაზე, არსებობს თუ არა ადგილი საქართველოში, სადაც შესაძლებელია, რომ სასამართლოსთან დაკავშირებით მსჯელობა იმართებოდეს, მაია მწარიაშვილი პასუხობს, რომ ადგილი, სადაც იურიდიულ კომპანიებსა და სახელისუფლებო სამთავრობო სტრუქტურებს შორის აზრების გაცვლა მოხდება, არ არსებობს. სასამართლო საზოგადოებასთან კომუნიკაციას მხოლოდ სატელევიზიო ეთერების მეშვეობით ამყარებს ისიც მხოლოდ მაშინ, როდესაც ჟურნალისტებისგან არის ინტერესი. სხვა უფრო პროფესიული დინამიური და თემატური ხანგრძლივი დებატები ამ ეტაპზე არ ხდება.



„როდესაც ქვეყნის ბრენდზე ვსაუბრობთ, მე მართლმსაჯულება და სასამართლო სისტემა მაინც ის ფუნდამენტი მგონია, რაზეც დგას სახელმწიფო, თუ გინდა, რომ გინდა თანამედროვე ღირებულებების ცივილიზებული სახელმწიფო იყო სასამართლო სისტემა გამართული უნდა გქონდეს. სასამართლოს გამართულობა მნიშვნელოვანია, რადგან მისი გაუმართაობის სიმძიმე მაშინ იგრძნობა, როცა შეგეხება.

იდეალურ შემთხვევაში, ეს სისტემა ისე მუშაობს, რომ პირველ რიგში, საზოგადოების სიმშვიდეს და ქვეყანაში სოციალურ სამართლიანობას უზრუნველყოფს. გარდა იმისა, რომ რაღაცით მომხიბვლელები ვყოთ უცხოელებისთვის, სასამართლო გახლავს სოციალური კონფლიქტების განმუხტვის ადგილი. სასამართლოს ერთ-ერთი უდიდესი მისია ის არის, რომ მან საზოგადოებაში სოციალური კონფლიქტების განმუხტვა უზრუნველყოს და ამ სოციალურ კონფლიქტებში მოიაზრება ყველაფერი: ბიზნეს დავები, არაბიზნეს დავები, ოჯახური დავები, სამეზობლო დავები, ყველაფერი, სისხლის სამართლებრივი საქმეები, მათ შორის არბიტრაჟი, ესეც განმუხტვის ადგილია, უბრალოდ სხვა ფორუმია, თუმცა ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა მაია მწარიაშვილმა.

 

 

თაკო კვაჭანტირაძე 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up