2022 წელს სამცხე-ჯავახეთში 35 მილიონ ლარამდე თანხის 370-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.
სამცხე-ჯავახეთში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა დაათვალიერეს.
,,დავათვალიერეთ სამცხე -ჯავახეთის რეგიონში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები. 2022 წელი ძალიან საინტერესო იყო რეგიონისთვის, ვინაიდან მოხდა 35 მილიონ ლარამდე თანხის მობილიზაცია სხვადასხვა ფონდიდან - მთის განვითარების ფონდიდან, სოფლის განვითარების პროგრამიდან და ასე შემდეგ. დაფინანსდა 370-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი, თითოეული მათგანი მოსახლეობის სურვილებზე და ინტერესებზეა მორგებული. სამუშაოების ის წილი, რაც უნდა შესრულებულიყო წელს შესრულებულია. ვიმედოვნებ, რომ მომავალ წელს მოგვეცემა უფრო მეტი პროექტის განხორციელების საშუალება,“- განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.