სამცხე-ჯავახეთში მესხური ვაზისა და ქართული ხორბლის ენდემური ჯიშების აღდგენა- გავრცელების პროექტი იწყება

სამცხე-ჯავახეთში მესხური ვაზისა და ქართული ხორბლის ენდემური ჯიშების აღდგენა- გავრცელების პროექტი იწყება

access_time2022-10-20 19:52:19

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC) დირექტორმა, სოფიკო ახობაძემ პროექტის „აგრარული ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მოწყვლად ეკოსისტემებსა და სოფლებში“ (2022-2026 წწ.) პრეზენტაცია გამართა.


როგორც შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განაცხადა, აღნიშნული პროექტი აგრობიომრავალფეროვნების მდგრადი მართვის ხელშეწყობას ისახავს მიზნად და მის განხორციელებაში საერთაშორისო პარტნიორებისა და  დონორი ორგანიზაციების აქტიური ჩართულობა გადამწყვეტ როლს შეასრულებს.


„ჩვენი ქვეყანა საერთაშორისოდ აღიარებულია, როგორც ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული განსაკუთრებული რეგიონი. ამ უნიკალურ ბიომრავალფეროვნებაში კი, გამორჩეული ადგილი აგრობიომრავალფეროვნებას უჭირავს. მისი შენარჩუნება სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთ მთავარი ამოცანაა და პროექტიც ამ მიზანს ემსახურება.  სამცხე-ჯავახეთის რეგიონი მდიდარია ვაზისა და ხორბლის იშვიათი, ადგილობრივი ჯიშებით. აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს ამ ჯიშების აღდგენას და ფერმერებში გავრცელებას. პროექტის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ფერმერებს საშუალება მიეცემათ წარმოებაში გამოიყენონ ეს ჯიშები, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს ვაზის დივერსიფიცირებას და ხორბლის წარმოებას. ამასთანავე, გაიზრდება ფერმერების შემოსავლები და მეტი ადამიანი დასაქმდება სოფლებში“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.


მინისტრმა საუბრისას აღნიშნა, რომ ჯიღაურას ბაზაზე ქართული ვაზის უნიკალური და იშვიათი ჯიშების კოლექციაა შექმნილი, რომლის მოძიება და აღდგენა ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობდა. ეს უნიკალური ბაზა სამეცნიერო-კვლევით ცენტრს ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა უსასყიდლოდ გადასცა, რისთვისაც მადლობა გადაუხადა.


„პროექტი მინიმუმ 26 სახეობის მესხური ვაზის ჯიშის აღდგენას და სანერგე მეურნეობის მოწყობას გულისხმობს, რომელიც ამ ჯიშების გავრცელებას და მისგან ღვინის წარმოების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. პროექტის ფარგლებში შეიქმნება 2 შატო, რომელიც მესხური ვაზისა და ქართული ხორბლის ენდემური ჯიშებიდან წარმოებული გასტრონომიული პროდუქტების კონცეფციას დაეფუძნება. იდენტიფიცირებულია 5000 ფერმერი, საიდანაც 2400 ქალი ფერმერია. ვიმედოვნებთ, რომ ეკონომიკური და გარემოსდაცვითი სარგებელი, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ქართული და მესხური ვაზისგან წარმოებული ღვინის აღდგენას უკავშირდება“,- აღნიშნა სოფიკო ახობაძემ.



პროექტის მიზანია სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სოფლის მეურნეობის სექტორში აგრარული ბიომრავალფეროვნების მდგრადი გამოყენებისა და დაცვის ხელშეწყობა, სახელმწიფო პოლიტიკისა და არსებული სამართლებრივი ბაზის სრულყოფა და ადგილობრივ დონეზე  შემოსავლების ზრდის მიზნით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ადგილობრივი მესხური ვაზისა და ხორბლის ჯიშების აგროწარმოებაში დანერგვის ხელშეწყობა.


პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ვაზის, ღვინისა და ხორბლის წარმოების დივერსიფიცირებას, მცირე და საშუალო ფერმერული მეურნეობებისა და მწარმოებლების შემოსავლების ზრდას და რეგიონში ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას.


პროექტის ფარგლებში დაგეგმილია აგრარული ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვის სფეროში სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავება, ადგილობრივი ვაზისა და ხორბლის ჯიშების სარგავი/სათესლე მასალის ფერმერული მეურნეობებისთვის გადაცემა და მათთვის შესაბამისი აგროტექნიკური დახმარების გაწევა. ასევე, ადგილობრივი ფერმერების უნარებისა და შესაძლებლობების გაძლიერება მათთვის შესაბამისი წვრთნისა და საველე პირობებში კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების შეთავაზების გზით.   


პროექტი განხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს დაცვის გლობალური ფონდისა (GEF)  და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) საერთო კოორდინაციით - კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) მიერ - სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ადმინისტრაციასთან, მუნიციპალურ ორგანოებთან და  სამინისტროს სისტემაში შემავალ ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან და სოფლის განვითარების სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით.


შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები იური ნოზაძე და ნინო თანდილაშვილი, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, იმამურა აკირა, სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები და ადგილობრივი ფერმერები ესწრებოდნენ.

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up