„სამჯერ გამრავლებული“, ვიდრე 1998 წელს იყო - რუსული დეფოლტის ისტორია

„სამჯერ გამრავლებული“, ვიდრე 1998 წელს იყო - რუსული დეფოლტის ისტორია

access_time2022-03-03 20:33:57

„1998 წლის კრიზისი გაამრავლეთ სამზე! აქამდე ასეთი გამოწვევის წინაშე არასდროს ვყოფილვართ“ - ეს განცხადება რუსმა მილიარდერმა ოლეგ დერიპასკამ გააკეთა და განაცხადა, რომ „რკინის ფარდები უკვე დაშვებულია“. დერიპასკას თქმით, ახლა რუსეთს „ამ ფარდის ხელახლა გახსნა" მოუწევს, რადგან ქვეყანას მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი რამდენიმე პარტნიორი დარჩა. კრიზისის დასაძლევად მთავარ და პირველ ნაბიჯად დერიპასკა „კომპრომისის საფუძველზე მშვიდობის მიღწევას“ ასახელებს და ეს, მისი თქმით, რაც უფრო ადრე მოხდება, მით უკეთესია.



მართლაც, 1998 წლის ეკონომიკური კრიზისი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პერიოდია რუსეთის ისტორიაში. დეფოლტი მთავრობის მიერ 1996-1998 წლებში გატარებული მაკროეკონომიკური პოლიტიკით იყო გამწვავებული. მთავრობა ინფლაციის შეკავებას სახელმწიფო ბიუჯეტის ემისიურ დაფინანსებაზე უარის თქმითა და რუბლის გადაჭარბებული კურსის შენარჩუნებით ცდილობდა. ასეთი მკაცრი მონეტარული პოლიტიკა შერწყმული იყო რბილ საბიუჯეტო პოლიტიკასთან, როცა სახელმწიფო სათათბირომ დაუსაბუთებლად გაბერილი ბიუჯეტი მიიღო.



კრიზისის გაჩენას ორმა გარე ფაქტორმაც შეუწყო ხელი. რუსული ექსპორტის მთავარ სექტორში, საწვავ-ენერგეტიკული კომპლექსის საქონელზე მსოფლიო ფასები მკვეთრად დაეცა და მეორე: 1997 წლის შუა რიცხვებში კრიზისი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაშიც დაიწყო, რამაც მალაიზიის, ინდონეზიის, ბანგლადეშის, ბირმის და ტაილანდის ეროვნული ვალუტების კურსი ჩამოშალა. ადგილობრივი ვალუტების კურსი 200-350%-ით დაეცა. ამ ვითარებაში რუსეთის პრემიერ-მინისტრ სერგეი კირიენკომ 1998 წლის ივლისში სახელმწიფო დუმას ეკონომიკისა და ფინანსების სტაბილიზაციის პროგრამა შესთავაზა, რაც სახელმწიფო ხარჯების მკვეთრ შემცირებას ეფუძნებოდა.


სახელმწიფო დუმამ ანტიკრიზისული პროგრამა ყოველგვარი გონივრული ალტერნატივის გარეშე უარყო. სიტუაციის სტაბილიზაციის მიზნით, ფედერაციის მთავრობამ და რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა გადაუდებელი ზომები მიიღეს. 1998 წლის 17 აგვისტოს სახელმწიფო ვალის ვალდებულებების ძირითად სახეობებზე ტექნიკური დეფოლტი გამოცხადდა. ამასთან, მთავრობამ დოლართან მიმართებით რუბლის სტაბილური კურსის შენარჩუნებაზე უარი განაცხადა, რასაც მანამდე, ცენტრალური ბანკის მასიური ინტერვენციებით, ხელოვნურად ახორციელებდა.



კრიზისის შედეგებმა სერიოზულად იმოქმედა ეკონომიკისა და მთლიანად, ქვეყნის განვითარებაზე. რუბლის კურსი, ექვს თვეზე ნაკლებ დროში, 3,2-3,5-ჯერ დაეცა. რუსული ბანკებისა და სახელმწიფოს, ასევე, ეროვნული ვალუტის მიმართ მოსახლეობისა და უცხოელი ინვესტორების ნდობა შეირყა. მცირე ბიზნესის დიდი ნაწილი გაკოტრდა.




საბანკო სისტემა, სულ მცირე, ექვსი თვის განმავლობაში კოლაფსში იმყოფებოდა. რამდენიმე ბანკმა გაკოტრება გამოაცხადა. გაკოტრებული ბანკების მეანაბრეებმა დაკარგეს დეპოზიტები, რუბლში მოსახლეობის დანაზოგი გაუფასურდა, დაეცა ცხოვრების დონე და უმუშევრობის შემწეობის მიმღებთა რაოდენობა გაორმაგდა, მკვეთრად გაძვირდა უცხოური პროდუქცია. ამას დაერთო პოლიტიკური კრიზისიც: დეფოლტის შემდეგ მალევე გადადგნენ პრემიერ-მინისტრი, სერგეი კირიენკო და რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი, სერგეი დუბინინი. ახალ პრემიერ-მინისტრად ევგენი პრიმაკოვი დაამტკიცეს, რომლის პირველი მოადგილეც კომუნისტი, იური მასლიუკოვი გახდა. ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელად ვიქტორ გერაშჩენკო დაინიშნა.

ამდენად, კრიზისი კიდევ უფრო გააღრმავა შოკმა, რომელიც ეკონომიკამ რუბლის გაუფასურების გამო განიცადა, ასევე, მთავრობისა და ცენტრალური ბანკის ეკონომიკური პოლიტიკის ცვლილებამ, რაც ხელმძღვანელობის ცვლილებას მოჰყვა.



1997 წლის ბოლოდან სესხებზე და სახელმწიფო ვალდებულებებზე საპროცენტო განაკვეთები სწრაფად მატულობდა და საფონდო ბირჟამ დაცემა დაიწყო. თუ 1997 წლის მე-3 კვარტალში მოკლევადიანი სახელმწიფო ობლიგაციების საშუალო შემოსავლიანობა 19% იყო, 1998 წლის II კვარტალში ის 49,2%-მდე გაიზარდა. ერთდღიანი სესხების განაკვეთი იმავე პერიოდში 16.6%-დან 44.4%-მდე გაიზარდა. ამ მოვლენებმა უარყოფითი გავლენა მოახდინა ინვესტორების განწყობაზე, რამაც კაპიტალის გადინება და რუბლზე ზეწოლა გაზარდა.



სიტუაციის გამოსწორების მიზნით, რუსეთის ხელისუფლება სამთავრობო ვალდებულებების განაკვეთებს მუდმივად ზრდიდა, ასევე, საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციებისგან, კერძოდ, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკისგან რეგულარული სესხების აღებას ცდილობდა. თუმცა ხელისუფლებისთვის ხელმისაწვდომი ფინანსური რესურსები, კრიზისის მასშტაბებთან შედარებით, აშკარად არასაკმარისი იყო. ეკონომიკის რეალურმა სექტორმა, რომელიც, ასევე, სავალალო მდგომარეობაში იყო, ეფექტური დახმარება ვერ გასწია.



1998 წლის აგვისტოსთვის ხელისუფლებამ მოკლევადიანი სახელმწიფო ვალის დასაფინანსებლად და რუბლის კურსის შესანარჩუნებლად რესურსები დაკარგა. 1998 წლის 17 აგვისტოს რუსეთის მთავრობამ და ცენტრალურმა ბანკმა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ძირითად სახეობებზე ტექნიკური დეფოლტი გამოაცხადა. მოგვიანებით ცენტრალურმა ბანკმა, ფაქტობრივად, უარი თქვა რუბლის კურსის მხარდაჭერაზე. თუ 1998 წლის 15 აგვისტოს დოლარის ოფიციალური კურსი იყო 6,3 რუბლი, 1 სექტემბერს - 9,33 რუბლი, ხოლო 1-ელ ოქტომბერს დოლარის კურსმა 15,9 რუბლს მიაღწია.



დღეს რუსეთი დეფოლტის რეალური საფრთხის ქვეშაა. უკრაინაში სამხედრო ოპერაციის გამო, რუსეთს დასავლეთმა არაერთი სანქცია დაუწესა, სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე სხვადასხვა კომპანიები და ფიზიკური პირებიც. მაქსიმალურ დონემდე გაუფასირდა რუბლი ევროსთან და დოლართან მიმართებით. ამ ყველაფრის ფონზე, რუსი მილიარდერი ოლეგ დერიპასკა ქვეყანას სასტიკ „კრიზისში“ ჩავარდნას და „სამჯერ გამრავლებულ“ 1998 წლის დეფოლტს უწინასწარმეტყველებს.


 bpn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up