სამედიცინო დაწესებულებებმა, მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემული დაფინანსებით, მილიარდზე მეტი შემოსავალი მიიღეს - მინისტრი

სამედიცინო დაწესებულებებმა, მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემული დაფინანსებით, მილიარდზე მეტი შემოსავალი მიიღეს - მინისტრი

access_time2022-07-21 23:45:45

„სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, 2020 წელს კლინიკების საოპერაციო მოგებამ 400 მილიონი ლარი, ხოლო 2021-ში 600 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა“- ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში ისაუბრა.

ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, განცხადებები, თითქოს, ტარიფის ინდექსაციის გარეშე, კლინიკები ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების გაწევას ვერ შეძლებენ და ფინანსური ზარალის გამო, დაიხურებიან, ნაადრევია.

„სექტორის საოპერაციო მოგება რომ ნახოთ, 2020 წელს, 400 მილიონ ლარამდე იყო, 2021 წელს კი - 600 მილიონზე მეტი. ანუ განცხადებები, რომ, თითქოს, ტარიფები და სერვისები ზარალის მომტანია და ზოგიერთ კლინიკას, შემოსავლებიდან გამომდინარე, დახურვა მოუწევს, ვფიქრობ, ცოტა ნაადრევია. გვაქვს კონკრეტულად გაცხადებული ვადები, როდიდან დავნერგავთ DRG-ის ის სამართლიან სისტემას, რომელიც საპილოტედაა გაშვებული და სექტემბრიდან, ეტაპობრივად, ყველა კლინიკაში „ჩავუშვებთ“. ეს იქნება ობიექტურად გამოთვლილი ტარიფები და ყოველგვარი ადამიანური ჩარევის გარეშე მოხდება ანაზღაურება სახელმწიფოს მხრიდან,“ - აღნიშნა მინისტრმა.

ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, იმ ანაზღაურების საფუძველზე, რასაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან იხდის, მოქალაქეებმა, სამედიცინო დაწესებულებებში, შესაბამისი ხარისხის სერვისი უნდა მიიღონ.


„ჩვენ გვინდა, რომ იმ ანაზღაურების საფუძველზე, რასაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან იხდის, იყოს შესაბამისი სერვისი და ხარისხი, რადგან ეს პირდაპირ დაკავშირებულია ადამიანის სიცოცხლესთან. აქედან გამომდინარე, ტარიფი, რაც იქნება სამართლიანი და მომსახურების სტანდარტი, რასაც ჩვენ ვითხოვთ, ქვეყანაში დატოვებს მაღალი ხარისხის კლინიკებს. ბიუჯეტიდან ანაზღაურებაც იქნება იმის მიხედვით, რასაც მოვთხოვთ და რასაც სამედიცინო დაწესებულებები დააკმაყოფილებენ“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up