სამედიცინო დახმარების ადგილების მოწყობა – კომპანიებისთვის ახალი, ევროპული ვალდებულება ამოქმედდა

სამედიცინო დახმარების ადგილების მოწყობა – კომპანიებისთვის ახალი, ევროპული ვალდებულება ამოქმედდა

access_time2022-07-06 21:00:00

კომპანიები ვალდებული ხდებიან, საკუთარ შენობაში, სამუშაო სივრცეში, განათავსონ პირველადი სამედიცინო დახმარების ერთი ან მეტი ოთახი ან ამ მიზნით გამოყონ სპეციალური ადგილი.


ამის შესახებ ნათქვამია სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში, რომელიც მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა.


დოკუმენტის თანახმად, საწარმოს სიდიდის, სამუშაოს სპეციფიკის, ავარიული სიტუაციების სიხშირისა და სიმძიმის ხარისხის მიხედვით, სამუშაო სივრცეში უნდა იყოს ერთი ან მეტი პირველადი სამედიცინო დახმარების ოთახი ან შესაბამისი გამოყოფილი ადგილი.


პირველადი სამედიცინო დახმარების ოთახები უნდა აღიჭურვოს პირველადი სამედიცინო დახმარების დანადგარებითა და აღჭურვილობით, ამასთანავე, უნდა იყოს სათანადო წესით ნიშანდებული და შესაძლებელი უნდა იყოს საკაცით გადაადგილება. საჭირო რაოდენობის პირველადი დახმარების ყუთები განთავსებული უნდა იყოს ყველა სამუშაო სივრცეში. ასეთი ადგილები უნდა იყოს სათანადო წესით ნიშანდებული და იოლად ხელმისაწვდომი დასაქმებულთათვის. შრომის ინსპექციის განმარტებით, ისევე როგორც აქამდე მოქმედი კანონმდებლობის შემთხვევაში, ამ კუთხითაც დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში ხდება ბიზნესოპერატორის გაფრთხილება, ხოლო დარღვევის გამოუსწორებლობის შემთხვევაში – დაჯარიმება.


მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქართველოში მოქმედ კომპანიებში სამედიცინო ოთახებისა და სივრცეების გამოყოფის პრაქტიკა გავრცელებული არ არის, ამიტომ დამსაქმებლებს ამ კუთხით ზომების მიღება მოუწევთ.



ახალი ვალდებულება ექიმის კადრის ყოლას არ გულისხმობს, თუმცა, როგორც შრომის ინსპექციაში jandacva.ge-ს განუმარტეს, ეს ვალდებულება მანამდეც უკვე მოქმდებდა მძიმე და საშიშპირობებიანი საწარმოებისთვის.


რეგლამენტი მიღებულია ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში.


რეგლამენტი ადგენს მინიმალურ მოთხოვნებს შენობა-ნაგებობებში განთავსებულ სამუშაო სივრცეებთან მიმართებაში.


დოკუმენტი არეგულირებს შედეგ საკითხებს: შენობების მედეგობა და კონსტრუქციული სიმტკიცე, სახანძრო უსაფრთხოება, საევაკუაციო გზები და გასასვლელები, საფრთხის შემცველი ადგილები, ესკალატორები და მოძრავი სავალი ბილიკები, ასევე, სატვირთო პლატფორმები და პანდუსებთან დაკავშირებული საკითხები, ასევე განსაზღვრულია დახურული სამუშაო სივრცის პარამეტრები, მათ შორის: მიკროკლიმატი, განათება, ვენტილაცია.


რეგლამენტით ასევე დადგენილია მინიმალური მოთხოვნები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) დასაქმებულთა და ორსული ქალებისათვის.


jandacva.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up