სამედიცინო ჟურნალი „ლანცეტი“:  თამბაქოს კონტროლის კანონი არაეფექტურია

სამედიცინო ჟურნალი „ლანცეტი“: თამბაქოს კონტროლის კანონი არაეფექტურია

access_time2022-05-30 13:55:13

ბრიტანულ სამედიცინო ჟურნალ „ლანცეტში” 2022 წელს გამოქვეყნდა სამეცნიერო სტატია, რომელიც თამბაქოს კონტროლის კანონის მიზნებისა და შედეგების კვლევას ისახავს მიზნად. პუბლიკაციის ავტორები - რობერტ ბიგლიჰოლი და რუთ ბონიტა მიიჩნევენ, რომ თამბაქოს კონტროლის კანონი დასასრულს უახლოვდება, რადგან ეს პრაქტიკა “მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობაში არაეფექტურია”.

 

ამის მიზეზი კი არის ის, რომ ხუთიდან ოთხი მწეველი დაბალი ან საშუალო შემოსავლის ქვეყანაში ცხოვრობს. რას ნიშნავს იმას, რომ თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული დაავადებების განვითარების შედეგად ყოველწლიურად 8 მილიონი გარდაცვლილი ადამიანი სწორედ ამ ქვეყნებზე მოდის.

 

მიუხედავად იმისა, რომ გლობალურად ყოველწლიურად მცირდება მწეველთა რაოდენობა, ეს პროცესი ძალიან ნელა მიმდინარეობს და შეიძლება ითქვას, რომ თამბაქოს მომხმარებელთა მაჩვენებელი თითქმის უცვლელი რჩება. სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, ქვეყნების მხოლოდ 30%-ს აქვს შესაძლებლობა, მიაღწიოს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ დასახულ მიზანს - 2030 წლისთვის 30%-ით შეამციროს მსოფლიოში მწეველთა რაოდენობა. თუმცა, აღნიშნული ტენდენცია ნათლად აჩვენებს, რომ ამ ამბიციური მიზნის მისაღწევად უფრო თამამი და გაბედული ნაბიჯების გადადგმა არის საჭირო.

 

სტატიის ავტორები აღნიშნავენ, რომ ჯანმოს მიერ შემოღებული თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენცია ვერ ასრულებს დასახულ მიზნებს, განსაკუთრებით დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში. უფრო მეტიც, ორგანიზაციის პოზიცია არ არის დაფუძნებული ბოლოდროინდელ სამეცნიერო მტკიცებულებებსა და ტექნოლოგიურ ინოვაციებზე, რადგან არათუ არ ითვალისწინებს, არამედ არ აღიარებს ნიკოტინის მიწოდების თანამედროვე მოწყობილობებს, რომლებიც შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს, გადავიდეს შემცირებული ზიანის მქონე თამბაქოს პროდუქტების მოხმარებაზე.


 

ლანცეტის ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ის, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციას აკლია სწორედ ზიანის შემცირების სტრატეგიაა.

 

მწეველთა დიდი ნაწილი სიგარეტს მოიხმარს იმ მიზეზით, რომ ისინი ნიკოტინზე არიან დამოკიდებულნი. თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგია კი ამცირებს სიგარეტის წვის შედეგად გამოყოფილი მავნე ნივთიერებების რაოდენობას, რაც ნიშნავს იმას, რომ თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგია შესაძლებლობას აძლევს თამბაქოს მომხმარებლებს, მიიღონ ნიკოტინის სასურველი რაოდენობა და შეამცირონ ტრადიციული თამბაქოს მოხმარების შედეგად საკუთარი ორგანიზმისა და გარშემომყოფთა ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი.

თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობების შესაძლო პოტენციალის მიუხედავად, ჯანმო არ აღიარებს მის შესაძლო სარგებელს. შესაბამისად, მხარს უჭერს პრობლემის გადაჭრის არა ინოვაციურ გზას, არამედ მკაცრი რეგულაციებისა და აკრძალვების დაწესებას.

 

დღეს, თამბაქოს ინოვაციური მოწყობილობების დახმარებით, შესაძლებლობა გვაქვს გადავარჩინოთ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე. თუმცა, დასახული მიზნის მიღწევა მხოლოდ მეცნიერულ და ტექნოლოგიურ ინოვაციებზე დაყრდნობით არის შესაძლებელი.



(R)


თეგები:
ლანცეტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up