კომპანია „ახალი ხედვა“ არის პირველი სამედიცინო მაღაზიათა ქსელი, რომელიც ევროპული პროდუქციის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში. ის 2012 წლიდან ქართველ მომხმარებელს ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის მიმართულებით უმაღლესი ხარისხის პროდუქციას სთავაზობს. კომპანია საქართველოს მასშტაბით 14 საფირმო ფილიალით არის წარმოდგენილი. მაღაზიებში ექსკლუზიური ბრენდების Sigvaris-ის, Morsa Cyberg-ის,Berger-ის,Bauerfeind-ის და სხვა საერთაშორისო მწარმოებლების პროდუქციაა ხელმისაწვდომი.
SIGVARIS შევიცარიული კომპანიაა 150 წლიანი გამოცდილებით და იგი დაარსების დღიდან სამედიცინო კომპრესიული ტრიკოტაჟის წარმოებაში გლობალური ბაზრის ლიდერია. ის მომხმარებელს სთავაზობს საპროფილაქტიკო და სამკურნალო კომპრესიულ წინდებსა და კოლგოტებს,რომელთაც აქვს ქსოვილის, ფერის,დიზაინისა და ზომის მრავალფეროვანი არჩევანი,რაც პროდუქტის შერჩევას უფრო მარტივს ხდის.MORSA CYBERG კი თურქული ორთოპედიული პროდუქციის მწარმოებელი ლიდერი კომპანიაა, რომელიც თავის ნაწარმს აწვდის მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანას, ის საქართველოში „ახალი ხედვის“ ექსკლუზიური პარტნიორია. ეს ბრენდები თავისი მიღწევებით მომხმარებლებში უკვე წლებია უმაღლესი ხარისხთან ასოცირდება,ამიტომ მათი პროდუქტებიც დიდი ნდობით სარგებლობენ.
“ახალი ხედვის” ორთოპედიული პროდუქტები
კომპანია ,,ახალი ხედვის” მაღაზიათა ქსელში ორთოპედიული და ტრავმატოლოგიური პროდუქციაა წარმოდგენილი. ორთოპედიული მიმართულებით სამედიცინო ჯგუფი სამკურნალო, საპროფილაქტიკო და სარეაბილიტაციო დანიშნულების ნივთებს აერთიანებს. სამედიცინო მაღაზიათა ქსელი „ახალი ხედვა“ ევროპული პროდუქციის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში და ასევე წარმატებით ახორციელებს 1000-ზე მეტი დასახელების ავადმყოფის მოვლის საშუალებების რეალიზაციას. ორთოპედიული მიმართულებით მომხმარებლებისთვის ფიქსატორები, ბალიშები, წელის კორსეტები და ქამრები არის წარმოდგენილი. ფიქსატორები სახსრის მოძრაობის შეზღუდვას უწყობს ხელს და თითქმის სხეულის ყველა ნაწილისთვის არსებობს. მას, ძირითადად, სხვადასხვა დაზიანებისა და ტრავმის შემდგომი მდგომარეობის გართულების პრევენციის მიზნით ნიშნავენ. ორთოპედიულ ბალიშებს წელისა და კისრის დაჭიმულობის დროს იყენებენ და ადამიანებს სხეულის სწორად დაფიქსირებაში ეხმარება. წელის კორსეტები და ქამრები კი იდეალურია სხეულის ამ ნაწილში ტკივილისა და დატვირთვის შესამსუბუქებლად.მათ ასევე იყენებენ სქოლიოზის,ოსტეოქონდროზისა და ხერხემლის თიაქრის დროს. კომპანია „ახალი ხედვის“ მაღაზიებში ასევე წარმოდგენილია ვარიკოზის წინდები და კოლგოტები, ორთოპედიული სუპინატორები და სხვა სამედიცინო საშუალებები.
(R)