სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 2022 წელს 904 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 2022 წელს 904 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა

access_time2022-12-16 18:00:28

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 2022 წელს 904 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, მხოლოდ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებულლმა სამუშაოების ღირებულებამ 54 მილიონი ლარი შეადგინა. სენაკის, ხობის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში დასრულებულ და მიმდიანარე სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახლემწიფო რწმუნებულთან გიორგი გუგუჩიასთან ერთად გაეცნო.


ილია ბეგიაშვილი და გიორგი გუგუჩია სენაკში სოფელ ნოსირში საცხოვრებელი კორპუსებში ჩატარებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს და სენაკის ე.წ. სამხედრო დასახლებაში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ. ხობში კი გაღმა საჯიჯაოსა და საგაბისონიოს უბნებში განხორციელებული გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათავლიერეს. ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე და სახელმწიფო რწმუნებული ზუგდიდში კი სოფელ ნარაზენში საკალანდიოს უბანში გზის რეაბილიტაციის პროექტი დაათვალიერეს. მხოლოდ რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სამეგრელო-ზემო სვანეთში 86 კილომეტრი გზა დაიგო.


ინფორმაცია პროექტებთან დაკავშირებით:


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში, სკალანდიოს უბანში საავტომობილო გზის მშენებლობა განხორციელდა. გზასთან ერთად მოეწყო სანიაღვრე სისტემაც, პროექტის ფარგლებში მოხდა არსებული ხიდის რეაბილიტაიაც. გზის არსებული მონაკვეთზე ასფალტირებული გზა აქამდე არ ყოფილა, მოსახლეობას კი გადაადგილება განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში ურთულდებოდა. სოფელ ნარაზენში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კუთხით მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ზუგდიდი-ნარაზენის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზას, ახალი 10 კილომეტრიანი გზა დაიგო ყულიშკარი-ჭაქვინჯი-ნარაზენის მიმართულებით, ახალი გზა აკავშირებს ნარაზენს და შამეადელასაც, ახალი გზები დაიგო ხეცერას, საბეჭვაიოს და საგრიგოლაიოს მიმართულებებითაც.



ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული 3 კორპუსის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით განხორციელდება. ღირებულება შეადგენდა 414 457 ლარი. მოეწყო სამივე კორპუსისი სახურავი, ფასადები, გამოიცვალა კარ-ფანჯარა. კორპუსების თბილისი-სენაკი ლესელიძის ცენტრალურ გზატკეცილზე მდებარეობს.


სენაკში ე.წ. სამხედრო დასახლებაში განხორციელდა არსებული კორპუსების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები, ასევე რეაბილიტირდა შიდა გზები, საბავშვო ბაღის წინ მოეწყო მოედანი, ასევე მოეწყო სანიაღვრე სისტემა. ჯამში დაიხარჯა 767 262 ლარი. სამუშაოები დასრულებულია. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.


ხობის მუნიციპალიტეტში, პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში საგაბისონიოს უბანში სასოფლო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. შესრულებულია სამშაობის 55 პროცენტი, პროექტი მრავალწლიანია, ღირებულებით 1 256 646 ლარი, 2022 წლის ვალდებულების სამუშაოების ღირებულება შეადგენს 765 783 ლარს. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.


საჯიჯაოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გაღმა საჯიჯაოში ცენტრიდან მდინარე ხობისწყლის ხიდამდე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის ღირებულებაც შეადგენს 353 499 ლარს. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up