სამეგრელოში მარწყვის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სათბური  გათბობის გარეშეა

სამეგრელოში მარწყვის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სათბური გათბობის გარეშეა

access_time2021-12-23 14:00:50

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში სასათბურე მეურნეობა წელსაც ამინდზეა დამოკიდებული. აგრონომმა და მეწარმემ ნანა ფიფიამ გაზისა და თხილის ნაჭუჭის სათბობად გამოყენებაზე მაღალი ხარჯის გამო უარი თქვა. ადგილობრივი თვითმმართველობიდან იგი ელოდება დასტურს, რომ გათბობისთვის მეორადი წყლის გამოყენების ნება დართონ. ეს ის წყალია, რომელიც ღელეებში მიედინება და სასმელად უვარგისია.



შესაბამისი ტექნიკა უკვე დამონტაჟდა, თუმცა გათბობის საკითხი ჯერჯერობით მოუგვარებელია. ამ დროს მეწარმე ნანა ფიფია მუნიციპალიტეტის ადგილობრივ მოსახლეობას და სავაჭრო ობიექტებს ყოველდღიურად 80-100 კგ. მარწყვით ამარაგებს. ამბობს, რომ მოთხოვნა დიდია და თუკი გათბობის პრობლემა მოეხსნება, წარმოებას, მინიმუმ, 2-ჯერ გაზრდის.



,,თავდაპირველად, როდესაც ბიზნესი დავიწყე, მარწყვი 1500 კვადრატული მეტრის ფართობზე გავაშენეთ. ამაში დიდი დახმარება გაგვიწია USAID-მა, თანდათან გავფართოვდით და უკვე არსებული ნაკვეთის ფართობი 3 000 კვადრატულ მეტრამდეა.  დავამატე ასევე 2 ნაკვეთი, რომლის საერთო მოცულობა 1000 კვადრატულ მეტრამდეა. ვფლობ ასევე სამაცივრე მეურნეობას, რომელიც მთლიანად საკუთარი ხარჯით - მოგებიდან მიღებული თანხით მოვაწყვე.

ამ ეტაპზე მთავარი პრობლემა სათბურის გამართვაა, ისე გამოდის, რომ ჰაერის ტემპერატურაზე ვართ დამოკიდებული, ტერიტორია არ თბება. გაზი მაღალხარჯიანია და აქცენტი თხილის ნაჭუჭზე გავაკეთე, თუმცა არც ამან გაამართლა, გაზის ხარჯს დიდად არ ჩამოუვარდება. ამიტომ ვითხოვ მეორად წყალს, მაგრამ სარგებლობის უფლება ჯერჯერობით ვერ მოვიპოვე, განცხადება წარდგენილი მაქვს და თანხმობას ველოდები, რომელიც რატომღაც დროში ჭიანურდება“, - ამბობს ნანა ფიფია ,,კომერსანტთან“.



გარდა გათბობისა, წლევანდელ სეზონზე პრობლემა შექმნა წყალდიდობამაც, სათბური დაიტბორა, თუმცა მეწარმე ამბობს, რომ ეს პრობლემა მოგვარდა.




,,არნახულ შრომას ვეწევით, შეიძლება ითქვას, რომ იმაზე მეტ შედეგს ვდებთ, ვიდრე ამის რეალური რესურსი გაგვაჩნია. წელს სანიაღვრე სისტემა გამიფუჭდა და სათბური დაიტბორა, საკმაოდ დიდი დანაკარგი განვიცადეთ. მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ეს პრობლემა მყიდველამდე არ მისულიყო. მომხმარებელს მარწყვს მიმდინარე ეტაპზეც  ვაწვდი. 1 კგ. პროდუქტის ფასი 14-15 ლარის ფარგლებშია. ზაფხულში 5-6 ლარად გავყიდეთ. მოთხოვნას ახლაც ვერ ავუდივართ, 100 კილოგრამ მარწყვს ვაწარმოებთ დღიურად, ვმუშაობთ შინ მიტანის სერვისითაც“, - ამბობს მეწარმე.



ნანა ფიფიას თქმით, წარმოების გაფართოების მიზნით 2-ჯერ მიმართა სახელმწიფო სტრუქტურებს, რომ ესარგებლა პროგრამებით ,,დანერგე მომავალი“ და ,,აწარმოე საქართველოში“, თუმცა უარი მიიღო. როგორც „კომერსანტს“ „აწარმოე საქართველოდან“ აცნობეს, ბენეფიციარი დაფინანსებას მხოლოდ იმის გამო ვერ მიიღებდა, რომ პროგრამის მიმართულებებში სასათბურე მეურნეობების მიიმართულება არ შედის.  



მიუხედავად ამისა, ნანა ფიფია ,,კომერსანტთან“ ამბობს, რომ უკმაყოფილო არ არის და ჯერჯერობით საკუთარი ძალებით ახერხებს, რომ რეგიონში მარწყვის წარმოებით ლიდერ პოზიციაზე იყოს. მარწყვთან ერთად, მომავალი წლიდან იგი ჟოლოს წარმოებას დაიწყებს. პარალელურად ფლობს სანერგე მეურნეობასაც.

 


ცნობისთვის, სამეგრელოს რეგიონში ნანა ფიფია ერთ-ერთი პირველია, რომელიც კენკროვანი კულტურების  შესაძლებლობით დაინტერესდა და დღესდღეობით წარმატებულ ქალ მეწარმედ ითვლება. ბიზნესი მან 2012 წელს, USAID/NEO-ს დახმარებით ჩამოაყალიბა და ამ ეტაპზე უკვე 5 ტონამდე მარწყვი მოჰყავს წლის ოთხივე სეზონზე. 



ნანა ფიფია ჩართულია ასევე რეგიონის მასშტაბით მეხილეობის განვითარებაში. სპეციალურად ამ მიზნით დააარსა ,,კენკროვანი და ხილის კულტურების ასოციაცია“ და მიღებულ გამოცდილებას უზიარებს ყველას, ვისაც ამის სურვილი და საჭიროება გააჩნია.



მისი თქმით, დიდია პოტენციალი, რომ რეგიონში კენკროვანი მიმართულება მაღალ დონეზე განვითარდეს, თუმცა ცოდნის, ინფორმაციის დეფიციტია, რაც წარმოების გაფართოებას ხელს უშლის.


მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up