სამეგრელოში, აფხაზეთთან ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ახლოს, მდებარე ნახშირის საწარმო უმაღლესი ხარისხის ნახშირს თხილის ნაჭუჭის გადამუშავებით აწარმოებს. პროდუქცია მაღალი ხარისხით გამოირჩევა და მასზე დიდ მოთხოვნაა. ამ მცირე საწარმოში ინვესტიცია USAID-მა და სტარტაპ საქართველომ განახორციელეს.
„მოხარულნი ვართ იმის ნახვით, რომ საწარმო ვითარდება და უკვე 25 ადამიანია დასაქმებული სამეგრელოდან და აფხაზეთიდან. ამგვარი საქმიანობა აძლიერებს ოჯახებს და ხელს უწყობს გამყოფი ხაზის ორივე მხრეს მცხოვრები ხალხის დაახლოებას. ასეთი წარმატება იმის მაგალითია, თუ როგორ უწყობს USAID-ის საქმიანობა ხელს ქვეყნის სიძლიერეს და უსაფრთხოებას,“ - წერს USAID საქართველო თავის Facebook გვერდზე.