სამეწარმეო აქტიურობა და ქართული ბიზნესგარემოსადმი ნდობა იზრდება -  იოსებ არჩვაძე

სამეწარმეო აქტიურობა და ქართული ბიზნესგარემოსადმი ნდობა იზრდება - იოსებ არჩვაძე

access_time2022-08-16 12:00:45

დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2021 წელს 1 241.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.1-ჯერ მეტია, ხოლო 2021 წლის წინასწარ მონაცემებზე 7.7 პროცენტით მეტი. როგორც “კომერსანტთან“ ეკონომისტი სოსო არჩვაძე აღნიშნავს, ის პროცესი რაც გამოწვეული იყო კოვიდპანდემიით და სამეწარმეო აქტივობის შემცირებით დასრულდა და ეს ბევრ მაკროეკონომიკურ ინდიკატორზე, მათ შორის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკაზეც აისახა. 


მისივე თქმით, ტრენდი პოზიტიური და აღმავალია და ეს  ადასტურებს იმას, რომ სამეწარმეო აქტივობა და ქართული ბიზნესისადმი ნდობა იზრდება.

 

„სხვათა შორის მართალია სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახლა გამოაქვეყნა გასული წლის დაზუსტებული მონაცემები, თუმცა ცოტა ხნით უფრო ადრე გამოქვეყნდა პირველი კვარტლის მონაცემები, სადაც საგრძნობი ზრდა იყო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ტრენდი  აღმავალი და  პოზიტიურია და ეს ადასტურებს იმას, რომ ზოგადად  სამეწარმეო აქტიურობა იზრდება და მეორეს  მხრივ  იზრდება ნდობა ქართული  ბიზნესგარემოსადმი, მისი მდგრადობისა და პერსპექტივების გათვალისწინებით.

 


მართალია განხორციელებული ინვესტიციების  მიხედვით პირველ ადგილს ფინანსური სექტორი იკავებს, მაგრამ საკმაოდ მაღალი წილი უკავია  რეალურ სექტორში  განხორციელებულ ინვესტიციებსაც, ეს არის იგივე ენერგეტიკა, ამუშავებული მრეწველობა, უძრავი  ქონება და ა.შ.  ეს ნიშნავს იმას, რომ ამ სფეროებში კვლავწარმოების ციკლი შედარებით  ხანგრძლივია და  როდესაც  უცხოელი  ინვესტორი გამოხატავს მზაობას და ამა თუ იმ სფეროში ახორციელებს ინვესტიციას, ეს  ნიშნავს იმას, რომ ის  ენდობა, აქვს  გარკვეული იმედები,  ოპტიმისტურად უყურებს საქართველოს ბიზნეს მდგომარეობას,  პერსპექტივებს და არ  ელოდება საფრთხეს, რომ მის მიერ განხორციელებულ კაპიტალდაბანდებას საფრთხე შეექმნება, ეს რეპუტაციული თვალსაზრისითაც ცალკე დამატებითი ბონუსია“ - აღნიშნა იოსებ არჩვაძემ


რაც შეეხება რეინვესტირების მაღალ მაჩვენებელს, იოსებ არჩვაძე აღნიშნავს, რომ ბიზნესმენებმა, რომლებმაც ალღო აუღეს საქართველოში  ბიზნესის  წარმოებას, ისინი  თვლიან, საქართველოში საქმიანი ურთიერთობების გაგრძელება ნამდვილად ღირს.


„ამ მონაცემებს საერთო ჯამში თუ შევაფასებთ დადებითი და პოზიტიურია და დაველოდოთ  უფრო გვიანდელი მაჩვენებლის გამოქვეყნებას, მათ შორის მეორე კვარტლის, რომელიც  დარწმუნებული ვარ იქნება ასევე  პოზიტიური“, -  აღნიშნა იოსებ არჩვაძემ.


თაკო კვაჭანტირაძე




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up