სამი ათწლეულის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა 7 წლით დაბერდა

სამი ათწლეულის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა 7 წლით დაბერდა

access_time2022-05-02 16:00:39

გასული საუკუნის 90-იანი წლების შემდეგ საქართველოში შობადობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 2021 წელს ქვეყანაში 45,946 ბავშვი დაიბადა, შედეგად ბუნებრივმა მატებამ მინუს 13,960 შეადგინა. ეს ბუნებრივი მატების სტატისტიკის აღრიცხვის დაწყების ანუ 1994 წლის შემდეგ ყველაზე მძიმე შედეგია. როგორც სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე განმარტავს, შობადობის კლება მკვეთრად ნეგატიურ გავლენას ახდენს მედიანურ ასაკზე, რომელიც 38 წელს შეადგენს და  რეგიონში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

 

დემოგრაფიული სტატისტიკის მიხედვით, 30 წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, გადატანითი და პირდაპირი მნიშვნელობითაც, 7 წლით დაბერდა.

 

 

მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“  Telegram-ზე.

 

,,შობადობის შემცირება, რა თქმა უნდა, მოქმედებს საქართველოს მოსახლეობის დაბერების პროცესზე. მედიანური ასაკი უკვე 38 წელა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. 30 წლის წინ, როცა საბჭოთა კავშირი იშლებოდა, მედიანური ასაკი იყო დაახლოებით 31 წელი. 3 ათწლეულის მანძილზე საქართველოს მოსახლეობა, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, 7 წლით დაბერდა და ამ მაჩვენებლით სამხრეთ კავკასიაში საქართველოს მოსახლეობა ყველაზე ხანდაზმულად ითვლება. ჩვენ გასულ წელს გვქონდა ბუნებრივი მატების დადებითი ნიშნული ისეთ რეგიონებში, როგორიც არის  გურია, იმერეთი, შიდა ქართლი და მცხეთა-მთიანეთი, მაგრამ ამ რეგიონებმა ამინდი ვერ შეცვალეს. მათი წილი  ქვეყნის მოსახლეობასა და ბუნებრივ მატებაში საკმაოდ მოკრძალებულია. მიუხედავად ამისა,  ამ რეგიონებში დაბადებულთა რაოდენობა სჭარბობდა გარდაცვალებას და ეს მცირე პოზიტივად შეიძლება მივიჩნიოთ დემოგრაფიულ ჭრილში“, - ამბობს არჩვაძე ,,კომერსანტთან“.

 


როგორც სტატისტიკოსი აღნიშნავს,  საქართველოში დაბალი შობადობა ომიანობის წლებში,  შემდეგ უკვე  1993-1995 წლებში იყო. აღნიშნულ პერიოდში აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობაში 5-ჯერ დაბალი შობადობა ფიქსირდებოდა, ვიდრე საშუალოდ საქართველოში.


,,სტრესი, ეკონომიკური ვითარება, სიდუხჭირე, პირდაპირ გავლენას ახდენს შობადობის მაჩვენებელზე. ამიტომ სახელმწიფოს ზრუნვის ერთ-ერთ ქვაკუთხედს უნდა წარმოადგენდეს სოციალური სტაბილურობა,  დახმარება, მხარდაჭერა ახალშექმნილ ოჯახებს და ის სოციალური დახმარება, რომელიც ხელს უწყობს სტაბილურობას, მდგრადობას და დემოგრაფიული სიტუაციის გაუმჯობესებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას.

დაბადებულთა და გარდაცვალებულთა შორის გარღვევა 14 000-ს შეადგენს, რაც უმძიმესი სტატისტიკაა. ასეთი პროცენტული გარღვევა ჩვენ არ გვქონია თუნდაც მაშინ, როცა დაბალი შობადობა იყო, მაშინაც ფიქსირდებოდა ძალიან დაბალი ბუნებრივი მატება.  გარდაცვალებულთა და დაბადებათა რაოდენობაში სხვაობა თითქმის ნულოვან დონეზე იყო 2000-იანი წლების დასაწყისი, მაგრამ შემდეგ მდგომარეობა ნელ-ნელა სწორდებოდა, მაგრამ კოვიდპანდემიამ დრამატულ ფორმატში გადაიტანა დემოგრაფიული ცხოვრების პარამეტრები, მათ შორის დაბადების მაჩვენებელი“, - აცხადებს სოსო არჩვაძე.


,,საქსტატის“  მიხედვით, 2021 წელს საქართველოში 45 946 ბავშვი დაიბადა, შედეგად ბუნებრივმა მატებამ მინუს 13 960 შეადგინა.


აღნიშნულ პერიოდში  ქვეყანაში 59 906 ადამიანი გარდაიცვალა.

 

2021 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა სულ 3 688 600-ს შეადგენს.

 

მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up