სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სურსათის კვლევის დეპარტამენტში სურსათის, სასურსათო ნედლეულის, ცხოველთა საკვების და სასმელი წყალის კვლევები ტარდება. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„დეპარტამენტში არსებული კვლევის მეთოდი სრულად აკმაყოფილებს უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტს ISO (ისო) 17025.
კვლევები მიმდინარეობს ზოგადი ქიმიის, ინსტრუმენტული კვლევებისა და მიკრობიოლოგიური კვლევების ლაბორატორიებში.
აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში მუდმივად ხდება კვლევის მეთოდების ნუსხის გაფართოება და ახალი მეთოდების დანერგვა. დღეისათვის, სურსათის კვლევის დეპარტამენტში ნიმუშების გამოკლვევა შესაძლებელია 140-ზე მეტ მაჩვენებელზე. ლაბორატორიაში არსებული კვლევების ხარისხი საერთაშორისო სტანდარტებთან სრული შესაბამისობაშია და აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო დონის მოთხოვნას. ლაბორატორიის მიერ გაცემული კვლევის შედეგები ობიექტური და ზუსტია.
დამატებითი ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული სერვისებისა და ფასების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე - http://sla.gov.ge/“ –ნათქვამია ინფორმაციაში.