სამინისტრო: 2021 წელს, აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტმა 1 142 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 124%-ით აღემატება 2012 წლის მაჩვენებელს

სამინისტრო: 2021 წელს, აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტმა 1 142 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 124%-ით აღემატება 2012 წლის მაჩვენებელს

access_time2022-02-01 11:20:00

2021 წელი გამორჩეული იყო ქართული ექსპორტისათვის. ადგილობრივი წარმოების ექსპორტი ახალ ისტორიულ მაქსიმუმზეა, პირველად გაადააჭარბა 3 მილიარდ დოლარს (3127 მლნ დოლარი) და ზუსტად 2-ჯერ აღემატება 2012 წლის მაჩვენებელს (1561 მლნ დოლარი). ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.


„2021 წელს, აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტმა 1 142 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 124%-ით აღემატება 2012 წლის მაჩვენებელს.



ქართული ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 400 მლნ აშშ დოლარამდე შემოსავალი, რაც 18%-ით მეტია 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.



ახალი ხილის ექსპორტის ღირებულებამ, 2021 წელს, 213 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მათ შორის, კაკლოვანი ხილი (ძირითადად თხილი) (118 მლნ აშშ დოლარი), მანდარინი (26 მლნ აშშ დოალრი), ატამი და ვაშლატამა (29 მლნ აშშ დოლარი), ვაშლი (8 მლნ აშშ დოლარი), ხურმა და კარალიოკი (6 მლნ აშშ დოლარი), მოცვი (6 მლნ აშშ დოლარი).




2021 წელს, ახალი ბოსტნეულის ექსპორტმა 28 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მათ შორის, კარტოფილი (17 მლნ აშშ დოლარი), პომიდორი (3 მლნ აშშ დოლარი), მწვანილი (4 მლნ აშშ დოლარი).



ასევე, 2021 წელს, ძირითად საექსპორტო პროდუქტებს წარმოადგენდა: მინერალური და მტკნარი წყლები (142 მლნ აშშ დოლარი), უალკოჰოლო გაზიანი სასმელები (58 მლნ აშშ დოლარი), მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი (ცოცხალი) (33 მლნ აშშ დოლარი), ცხვრები და თხები (ცოცხალი) (26 მლნ აშშ დოლარი).



კონკურენტუნარიანი ქართული აგროსასურსათო პროდუქციის წარმოების და ექსპორტის ზრდა თანმიმდევრული სახელმწიფო პოლიტიკის შედეგია. არსებული სახელმწიფო პროგრამები, მათ შორის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა, მორგებულია ყველა იმ საჭიროებაზე, რაც პროდუქციის წარმოების და რეალიზაციის მუდმივად მზარდ დინამიკას უზრუნველყოფს.



შესაბამისად, სულ უფრო მცირდება უარყოფითი სავაჭრო ბალანსი. აგროსასურსათო სექტორში, 2021 წელს, 2012 წელთან შედარებით, უარყოფითი სავაჭრო ბალანსის მაჩვენებელი 72%-ით შემცირდა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.






თეგები:
ექსპორტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up