სამინისტრო: ევროკავშირის 2020 წლის ანგარიშში გარემოსდაცვითი და აგრარული მიმართულებებით საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესი დადებითად შეფასდა

სამინისტრო: ევროკავშირის 2020 წლის ანგარიშში გარემოსდაცვითი და აგრარული მიმართულებებით საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესი დადებითად შეფასდა

access_time2021-02-11 13:00:00

ევროკომისიამ და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების 2020 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.



„დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პანდემიის მიუხედავად, ქვეყანაში არ შეფერხებულა ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესი, მათ შორისაა, გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილების და სოფლის მეურნეობის კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება.



ანგარიში დადებითადაა შეფასებული ევროკავშირის ნორმებსა და სტანდარტებთან დაახლოების დინამიკა და ხაზგასმულია, რომ ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა კანონმდებლობის სრულყოფის მიმართულებით. შედეგად, მიღებულია ტყის ახალი კოდექსი, რომელიც ტყის მდგრადი მართვის სისტემას აყალიბებს; საქართველოს პარლამენტში წარდგენილია საქართველოს კანონი, „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“; მიღებულია საქართველოს კანონი ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ“, რომელის საფუძველზეც ქვეყანა ჰაერის ხარისხის მართვის ევროპულ სტანდარტებზე გადავა; როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ევროკომისია და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი მიესალმებიან საქართველოში მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების კონცეფციის განხორციელებას და ვალდებულებების ეტაპობრივ დანერგვის დაწყების პროცესს, ასევე, ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტის განახლებას; გრძელვადიანი დაბალი ემისიების განვითარების სტრატეგიის შემუშავებას და კლიმატის საბჭოს შექმნას, რომელმაც ინსტიტუციურად გააძლიერა კლიმატის საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესი; „აკვაკულტურის შესახებ“ კანონის მიღებას, რომელიც განსაზღვრავს აკვაკულტურის ზონებს სანაპირო წყლებში და შიდა წყლებში, ადგენს პირობებს ნებართვების გაცემის შესახებ. ანგარიშში დადებითადაა შეფასებული თევზჭერის სფეროში საკანონმდებლო და აღსრულების ნაწილში მიღებული პროგრესი, ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო გეგმის მიხედვით ასრულებს ვალდებულებებს სანიტარიული და ფიტოსანიტარული (SPS) მიმართულებით.




ანგარიშში ხაზგასმულია, რომ, 2020 წელს, ევროკავშირმა გახსნა შიდა ბაზარი საქართველოში წარმოებული ცხოველური წარმოშობის შინაური ბინადარი ცხოველის საკვებისთვის“ – ნათქვამია ინფორმაციაში.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up