სამინისტრო: ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკში საერთაშორისო სტანდარტის ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა

სამინისტრო: ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკში საერთაშორისო სტანდარტის ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა

access_time2022-06-13 11:50:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ და გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) საქართველოს გარემოსდაცვითი პორტფელის მენეჯერმა, ფრენკ მორშელმა შატილში ვიზიტორთა ცენტრი დაათვალიერეს. ღონისძიებას გერმანიის ელჩი საქართველოში, ჰუბერტ ქნირში და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული, დავით ნოზაძე ესწრებოდნენ.


საერთაშორისო სტანდარტების ვიზიტორთა ცენტრი და ადმინისტრაციული შენობა გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით მოეწყო. ინვესტიციამ 4 000 000 ლარი შეადგინა.


„გერმანიის მთავრობის, გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) მხარდაჭერით, შატილში ახალი, თანამედროვე სტანდარტის ცენტრი აშენდა, სადაც ვიზიტორები ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის, ყველა მათთვის საინტერესო ტურისტული მარშრუტის, იმ ბიომრავალფეროვნების შესახებ, რომელიც ახასიათებს ამ კუთხეს. გერმანიის მთავრობასთან წლებია ვთანამშრომლობთ და უკვე არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა მათი მხარდაჭერით. ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს უნიკალურ ბიომრავალფეროვნებაზე ზრუნვა და ამავდროულად, იმ შესაძლებლობების გამოყენება, რაც ჩვენს ბუნებას გააჩნია ეკოტურისტული თვალსაზრისით, რათა მოვიზიდოთ მეტი ტურისტი, მეტი ვიზიტორი, რაც ნიშნავს მეტ შესაძლებლობას და მეტ შემოსავლებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ.


ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი, შუასაუკუნოვანი კოშკებითა და უნიკალური ლანდშაფტებით, თანაბრად იზიდავს როგორც ქართველ, ისე უცხოელ ტურისტებს. დაცული ტერიტორია მდიდარია მრავალფეროვანი ეკოსისტემებით, როგორიცაა: სუბ-ალპური ტყეები, ალპური მდელოები, კლდოვანი მთები, შთამბეჭდავი ხეობები და ტბები. იგი, ასევე, შუა საუკუნეების დროინდელი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობითაც გამოირჩევა.


„მოხარული ვარ, რომ საქართველოსა და გერმანიის ერთობლივი პროექტი წარმატებით განხორციელდა და ვიზიტორთა ცენტრი დაარსდა, რომელიც დაკომპლექტებულია რეინჯერებისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს სხვა თანამშრომლებით. დარწმუნებული ვარ, ვიზიტორთა ცენტრი მიიღებს სტუმრებს როგორც გერმანიიდან, ისე სხვა ქვეყნებიდან. მჯერა, რომ შატილი და ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი კიდევ უფრო მიმზიდველი ტურისტული მიმართულება გახდება“, - განაცხადა გერმანიის ელჩმა საქართველოში, ჰუბერტ ქნირშმა.


ცენტრში ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ დეტალური ინფორმაცია პარკის ბიომრავალფეროვნებისა და ეკოტურისტული სერვისების შესახებ; გარდა ამისა, ადმინისტრაციას ექნება შესაძლებლობა მოახდინოს მოგზაურების მოთხოვნების იდენტიფიცირება და ეკოტურისტული პროდუქტების სწორად დაგეგმვა/განვითარება.



ცენტრის გახსნის ღონისძიებაზე, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, დავით ნოზაძემ აღნიშნა, რომ ახალი ვიზიტორთა ცენტრი კიდევ უფრო გაზრდის ტურისტული თვალსაზრისით მიმზიდველობას, მეტი ვიზიტორი კი დადებითად აისახება შატილის მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებაზე.


ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up