სამინისტრო: კახეთში, ცენტრალური ბიუჯეტისა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული, 500-ზე მეტი პროექტი ხორციელდება

სამინისტრო: კახეთში, ცენტრალური ბიუჯეტისა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული, 500-ზე მეტი პროექტი ხორციელდება

access_time2022-05-11 11:20:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ილია ბეგიაშვილმა და რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის რეგიონული კოორდინაციის სამმართველოს უფროსმა შოთა კაკაბაძემ, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში კახეთის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.


შეხვედრაზე, რომელსაც კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული და მუნიციპალიტეტის მერები ესწრებოდნენ, განიხილეს ცენტრალური ბიუჯეტიდან და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა.



”განვიხილეთ ის პროექტები, რომელსაც ახორციელებენ და მართავენ თავად მუნიციპალიტეტები. ეს პროექტები დაფინანსებულია ისეთი სხვადასხვა ფონდებიდან, როგორიცაა სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდი, მთის ფონდი და ასევე, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები. ჯამურად, კახეთის რეგიონში ასეთი, დაახლოებით 96 მილიონი ლარის 500-ზე მეტი პროექტი ხორციელდება. ამჟამად, პროექტების ნაწილი უკვე მიმდინარეობს, ნაწილზე ტენდერია დაწყებული, ნაწილი კი შერჩევა-შეფასების ეტაპზეა,“-განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.



ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, პროექტების მიმდინარეობას, თელავის, სიღნაღის, გურჯაანის, საგარეჯოს და ახმეტის მუნიციპალიტეტებში, ადგილზეც გაეცნო.



ილია ბეგიაშვილის თქმით, პროექტები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და მოცემულ ეტაპზე გამოწვევები არ ვლინდება არც შესრულების ვადებთან და არც ხარისხთან მიმართებაში.




ქალაქ თელავში დამონტაჟდა მზის ენერგიაზე მომუშავე სკამები, რომლითაც ქალაქის მოსახლეობასა და სტუმრებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ უფასო ინტერნეტით, ტელეფონის დამტენით, ხოლო ე. წ. ლაითბოქსზე დატანილი თელავის ტურისტული რუკიდან მიიღონ საჭირო ინფორმაცია. დაგეგმილია ისტორიულ ძეგლებზე QR კოდებისა და QR კუბების განთავსებაც. პროექტი ფინანსდება ევროკავშირის „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამიდან“ და ადგილობრივი ბიუჯეტიდან.



ამავე პროგრამით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში ახალი სკვერის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტი 1 ჰექტარის ფართობზე შადრევნის, გამწვანების, სარწყავი სისტემის, საბავშვო და სავარჯიშო სივრცის, ამფითეატრისა და განათების მოწყობას ითვალისწინებს. ახალი სკვერის გაშენებას 1.9 მილიონი ლარი მოხმარდება.



ქალაქ გურჯაანში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით, ქუჩების საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთში კი, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის სამუშაოებია დაწყებული.



საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ტურისტული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, დაწყებულია მარიამჯვარის ნაკრძალთან მისასვლელი გზის სამუშაოები, რასაც 2.3 მილიონი ლარი მოხმარდება. ასევე, მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების სამუშაოები, მათ შორის, სოფელ ზემო და ქვემო ყანდაურის დამაკავშირებელ გზაზე.



ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოინახულეს ახმეტის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სოფელ აწყურის საბავშვო ბაღის მშენებლობისა და სოფელ არაშენდაში ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებიც.









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up