სამინისტრო: სახელმწიფო ფონდების, პროგრამების და ევროკავშირის დაფინანსებით, იმერეთში 132 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურულ პროექტები მიმდინარეობს

სამინისტრო: სახელმწიფო ფონდების, პროგრამების და ევროკავშირის დაფინანსებით, იმერეთში 132 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურულ პროექტები მიმდინარეობს

access_time2022-05-19 11:40:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი, ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან, ზვიად შალამბერიძესთან და საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის სამმართველოს უფროს შოთა კაკაბაძესთან ერთად, იმერეთში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.



სხვადასხვა სახელმწიფო ფონდების, პროგრამების და ევროკავშირის დაფინანსებით, იმერეთში სამუშაოები მიმდინარეობს 132 მილიონი ლარის 1200 ინფრასტრუქტურულ პროექტზე.



„ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროექტების გარდა, მთელი საქართველოს მასშტაბით, მუნიციპალიტეტები ახორციელებენ პროექტებს სხვადასხვა სახელმწიფო ფონდებისა და პროგრამების დაფინანსებით. 2022 წელს 132 მილიონი ლარის 1200 პროექტია დაფინანსებული იმერეთის მხარეში. ამ პროექტებში შედის სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, მთის ფონდით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდით და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები. დღეს რამდენიმე მუნიციპალიტეტში ადგილზე მოვინახულეთ სამუშაოები. პროექტები მრავალფეროვანია და პრაქტიკულად, ინფრასტრუქტურის მთელ სპექტრს მოიცავს - საბავშვო ბაღების, სკოლების, გზების, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის ჩათვლით.,“-განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.




საჩხერეში, ქორეთის ადმინისტრაციულ ერთეულში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია და ტურისტული სივრცის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ჭიათურაში პროგრამის ,,განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, მოეწყო შადრევანი, სკვერი, სკეიდბორდის მოედანი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა შენობებსა და ტროტუარებს. ევროკავშირის საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში კი, ეწყობა დასასვენებელი სივრცეები.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრაწყაროში, ევროკავშირის დაფინანსებით, ვარინკა მაჭავარიანი-წერეთლის სახელობის თეატრონის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ეწყობა სოფლებამდე მისასვლელი გზებიც.



ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით, პროექტები მიმდინარეობს თერჯოლის მუნიციპალიტეტშიც. საავტომობილო გზების გარდა, რეაბილიტაცია უტარდება საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურას.


ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up