დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ თბილისში განსახლების მსურველი ოთხოთახიანი ბინის კანდიდატი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება დაიწყო. ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„განაცხადის შევსება თბილისში, 2013 წლის 1 ივნისამდე, რეგისტრირებულ 7-8 სულიან დევნილ ოჯახებს შეუძლიათ.
საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით განაცხადის გაკეთება, 30 ნოემბრის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით არსებულ ნებისმიერ იუსტიციის სახლშია შესაძლებელი. განაცხადები ასევე მიიღება სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამსახურებში შემდეგ მისამართებზე:
• თბილისი, თამარაშვილის ქ.N15ა;
• გორი, სამების ქუჩა N1;
• რუსთავი, კოსტავას ქ.N20;
• ქუთაისი, აბაშიძის გამზ. N27;
• ზუგდიდი, აღმაშენებლის ქ. N106“ – ნათქვამია ინფორმაციაში.