სამინისტრო: წალკის კანიონის უნიკალური ეკოტურისტული სივრცე ვიზიტორებისთვის გაიხსნა!

სამინისტრო: წალკის კანიონის უნიკალური ეკოტურისტული სივრცე ვიზიტორებისთვის გაიხსნა!

access_time2022-06-14 18:30:00

წალკის კანიონის უნიკალური ეკოტურისტული სივრცე ვიზიტორებისთვის გაიხსნა! ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.


გახსნის ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, საქართველოს პარლამენტის წევრები, მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.



„მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო, ვინც ჩართული იყო ამ უნიკალური პროექტის განხორციელების პროცესში - მადლობა ჩვენს ინვესტორებს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ადგილობრივ მოსახლეობას. მადლობა ყველას იმისათვის, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის ღირსშესანიშნაობათა ჩამონათვალს კიდევ ერთი გამორჩეული ადგილი დაემატა. წალკის კანიონი, თავისი ბუნებრივი სილამაზით აქამდეც იზიდავდა დამთვალიერებლებს, თუმცა, ეს შესანიშნავი ინფრასტრუქტურა, ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტ ინტერესს გამოიწვევს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ გვეყოლება ძალიან ბევრი უცხოელი და ადგილობრივი ვიზიტორი, რაც ნიშნავს მეტ შესაძლებლობას რეგიონისთვის, მეტი ადგილობრივი მაცხოვრებლის დასაქმებას და მეტ განვითარებას.



ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია გარემოზე, ბუნებაზე ზრუნვა. ჩვენ მნიშვნელოვან რეფორმებს ვახორციელებთ ამ მიმართულებით.
საქართველოსა და კავკასიაში პირველი დაცული ტერიტორია 110 წლის წინ შეიქმნა. ეს იყო ლაგოდეხის ნაკრძალი და მისი ფართობი მაშინ, დაახლოებით, 3 500 ჰექტარს შეადგენდა. დღეს კი, საქართველოს დაცული ტერიტორიების ფართობი 800 000 ჰა-ს შეადგენს. წელს ვგეგმავთ ახალი დაცული ტერიტორიების შექმნას, რომლის ფარგლებშიც, ეს ფართობი კიდევ 100 000 ჰექტარით გაიზრდება.



არ შეიძლება აღნიშვნის გარეშე დავტოვოთ ის წარმატება, რაც გასულ წელს ჰქონდა დაცულ ტერიტორიებს. 4 დაცულ ტერიტორიას, პირველად საქართველოს ისტორიაში, მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა. ეს ჩვენი ბუნების უნიკალურობის კიდევ ერთი აღიარებაა მსოფლიო საზოგადოების მხრიდან. ჩვენ ვალდებული ვართ, დავიცვათ ბუნება და, ამავდროულად, გამოვიყენოთ ის პოტენციალი, რომელიც მას ეკოტურისტული მიმართულებით აქვს.




ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ დონორებთან, გვაქვს ამ მიმართულებით მხარდაჭერა, რისთვისაც მათ მადლობა მინდა გადავუხადო. რამდენიმე დღის წინ, დაცული ტერიტორიების მიმართულებით დავიწყეთ ახალი პროექტი გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, რომლის ფარგლებშიც, გერმანიის განვითარების ბანკიდან მივიღეთ 24 მლნ ევროს ოდენობის გრანტი, რაც შემდგომ წლებში დაცული ტერიტორიების და ეკოტურიზმის განვითარებას მოხმარდება.



ჩვენ ღია ვართ ინვესტორებისთვის, რა თქმა უნდა, იმ პირობით, რომ დაცული უნდა იყოს ჩვენი ბუნება და ხელი შეეწყოს ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.



დაცულ ტერიტორიაზე, წალკის კანიონზე, პირველად საქართველოში, საჯარო კერძო პარტნიორობის პროექტის ფარგლებში მოეწყო გრანდიოზული სივრცე. კანიონზე, საქართველოში პირველად, უნიკალური 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი აშენდა თანმდევი ეკოტურისტული ბილიკებით, ვიზიტორთა ცენტრით, მოეწყო ზიპ-ბაიკი და საქანელა, რომელიც მოგზაურობას კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის. მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდა სასტუმროები და სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურა. აღნიშნული პროექტით, ერთი მხრივ, მოხდა ბუნებრივი იერსახის შენარჩუნება, მეორე მხრივ კი, უნიკალური ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.



წალკის კანიონის პროექტის ინვესტიცია, ჯამში, 120 000 000 ლარს შეადგენს. ამ მოცულობის ინვესტიცია რეგიონისთვის რეკორდულია, ხოლო პროექტით გათვალისწინებული ობიექტები საქართველოსთვის ახალი და უნიკალური.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up