რა ეშველება დასაწყობებულ ათასობით ტონა ხორბალს - სექტორის წარმომადგენლებსა და სამინისტროს შორის მორიგი შეხვედრა იგეგმება

რა ეშველება დასაწყობებულ ათასობით ტონა ხორბალს - სექტორის წარმომადგენლებსა და სამინისტროს შორის მორიგი შეხვედრა იგეგმება

access_time2023-03-30 14:30:38

სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თითქმის ყოველდღიური შეხვედრა გვაქვს, თუმცა სამწუხაროდ პოზიციების დაახლოება ამ დრომდე ვერ მოხერხდა, — ამის შესახებ „კომერსანტს“ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორი ლევან სილაგავა ესაუბრა.


მისი თქმით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობასა და ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციას შორის შეხვედრა გუშინაც შედგა, სადაც არსებულ პრობლემებზე იმსჯელეს, მაგრამ ვერ შეთანხმდნენ.


„ჩვენ შევთავაზეთ ჩვენი ხედვა, მაგრამ გვაქვს განსხვავებული პოზიცია სამინისტროსა და ასოციაციას. სამინისტროს და მთავრობას მიაჩნია, რომ წისქვილკომბინატების ამუშავების შემთხვევაში ქვეყანაში პურის გაძვირების რისკი ვერ დაიზღვევა. ჩვენ კი ვთავაზობთ პროგრამას, რომლის მთავარ მიზანს პურის ფასის შენარჩუნების გარანტია წარმოადგენს და ასევე მისაღებია როგორც სახელმწიფოსათვის, ისე წისქვილკომბინატების, პურის მწარმოებელი ინდუსტრიის, ფერმერების და მოსახლეობისათვის.


რამდენიმე დღის წინ მეპურეებიც გამოვიდნენ და განაცხადეს, რომ პურის ფასთან დაკავშირებით არანაირი რისკი არ არსებობს და თუ ეს რისკი იარსებებს ჩვენი პროგრამის მიხედვით მოხდება გადაზღვევა. მეორეს მხრივ ფერმერებმა განაცხადეს, რომ პრობლემა აქვს სამუშაოების დაწყების, ამ პროგრამით ჩვენ მზად ვართ ჩავიბაროთ მოსავალი და ეს პრობლემაც მოვაგვაროთ, შეთავაზება გვაქვს თუმცა წინ ვერ მივდივართ“, - აღნიშნა ლევან სილაგავამ.


სოფლის მეურნეობის სამინისტროში „კომერსანტს“ განუცხადეს, რომ ამ თემაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა დამატებით დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებენ.


საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის შეთავაზება მთავრობას შემდეგ საკითხებს გულისხმობს:


„დაწესებულ იქნას დამაბალანსებელი საიმპორტო მოსაკრებელი იმპორტირებულ ფქვილზე, რაც გაათანაბრებს ფქვილისა და ხორბლის იმპორტის საგადასახადო რეჟიმებს.


ფქვილის იმპორტზე დამაბალანსებელი მოსაკრებლის შემოღების შემთხვევაში წისქვილკომბინატები შეძლებენ მუშა პროცესის აღდგენას და იღებენ შემდეგ ვალდებულებებს:

1. წისქვილკომბინატების მიერ ე.წ. „მასობრივი მოხმარების“ პურზე ფასის გარანტირებულ შენარჩუნებას.


2. ადგილობრივი ფერმერებისაგან 2022 წლიდან დარჩენილი ჩაუბარებელი ხორბლის მოსავლის გარანტირებული შესყიდვას ხარისხების შესაბამის ფასად (დღეს წისქვილების გაჩერების ფონზე , ხორბლის შესყიდვის შეთავაზებული ფასი საერთოდ არ არსებობს) -რაც უზრუნველყოფს შეჩერებული საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებას.

3. ქვეყანის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას ( ხორბლით 2 თვიანი გარდამავალი მარაგების შექმნით).


ზემოაღნიშნული შეთავაზება პროცესში ჩართულ ყველა მხარეს აძლევს შემდეგ დადებით ეფექტს:

1. ფქვილის იმპორტიორებსა და ადგილობრივ წისქვილკომბინატებს ეძლევათ მუშაობის საშუალება გათანაბრებულ კონკურენტულ გარემოში.

2. მოსახლეობის ფართო ფენებისათვის გარანტირებულია ე. წ. „ მასობრივი მოხმარები“ პურის ფასი.

3. ნარჩუნდება წისქვილკომბინატებში მომუშავე 3000-მდე ადამიანის სამუშაო ადგილები.

4..უზრუნველყოფილია ადგილობრივი ფერმერების მიერ 2022 წლის ადგილობრივი დარჩენილი ხორბლის მოსავლის რეალიზაცია და 2023 წლის საგაზაფხულო სამუშაოების დაწყება ,შემდგომი წლების ხორბლის მოსავლის ზრდის მოტივაცია და ადგილობრივი მოსავლის გარანტირებული ჩაბარება წისქვილკომბინატებში.

5. უზრუნველყოფილია ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება. გარანტირებულია ხორბლით 2 თვიანი გარდამავალი მარაგების არსებობა.

6. უზრუნველყოფილია უახლოეს წლებში საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული სტრატეგიით ადგილობრივი ხორბლის მოსავლის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლის ზრდა.

7. სახელმწიფოსაგან სიტუაციის დასაბალანსებლად არც წისქვილკობინატების და არც ფერმერების მიერ არ მოითხოვება საბიუჯეტო თანხები მათ შორის არც რაიმე სახის სუბსიდირება, არამედ პირიქით ბიუჯეტი ივსება, როგორც ფქვილზე საიმპორტო გადასახადის მოსაკრებლით, ასევე ადგილობრივი წისქვილკომბინატების სტაბილური მუშაობის შედეგად გადახდილი გადასახადებით“.



შეგახსენებთ, „საქართველოს მარცვლის მწარმოებელთა ასოციაციის” თავმჯდომარემ ნიკოლოზ ბენიაიძემ განაცხადა, რომ 40-50 000 ტონა ხორბალი დასაწყობებულია და ფუჭდება.


მისი თქმით, ფერმერებმა გასულ წელს მთავრობის რეკომენდაციით ხორბლის მოსავალი გაზარდეს, თუმცა მოწეულ ხორბალს წისქვილკომბინატების დახურვის გამო ვეღარ ყიდიან და საწყობებში უფუჭდებათ.


არსებული ინფორმაციით, დღეს მორიგი შეხვედრა იგეგმება სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სექტორის წარმომადგენლებს შორის.


„კომერსანტი“ თემაზე მუშაობას აგრძელებს.









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up