სამომხმარებლო კალათაში შემავალი 305 დასახელების პროდუქტიდან 270 გაძვირდა

სამომხმარებლო კალათაში შემავალი 305 დასახელების პროდუქტიდან 270 გაძვირდა

access_time2021-12-03 14:30:17

ნოემბერში საქართველოში ინფლაციის წლიურმა განაკვეთმა 12.5% შეადგინა, თუმცა ცალკეულ პროდუქციაზე ფასები ბევრად უფრო მეტად გაიზარდა. სამომხმარებლო კალათაში შესული 305 დასახელების პროდუქტიდან და მომსახურებიდან 270 შემთხვევაში ფასები გაიზარდა, 10 დასახელების პროდუქტზე უცვლელად შენარჩუნდა 25 შემთხვევაში კი შემცირდა.

 

ბოლო ერთ წელიწადში თევზის კონსერვი და მოხარშული ძეხვი 13-13 პროცენტით გაძვირდა, შოკოლადი, ნიგოზი, ბანანი და კარაქი 14-14 პროცენტით, შებოლილი ხორცი 16%-ით, სულგუნი 17%-ით, ხინკალი 20%-ით, ქათმის ხორცი 21%-ით, პური 23%-ით, წიწიბურა 25%-ით, კარტოფილი 34%-ით, შაქარი 35%-ით, მზესუმზირის ზეთი 41%-ით, კვერცხი 42%-ით, ბადრიჯანი 75%-ით და კომბოსტო 97%-ით.

 

სამკურნალო საშუალებებიდან სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები 16%-ით გაძვირდა, ტკივილგამაყუჩებლები 20%-ით.

 

სხვა არასასურსათო პროდუქტებიდან ბოლო 12 თვეში შეშა 20%-ით გაძვირდა, ავტომობილის სათადარიგო ნაწილები ასევე 20%-ით, სამზარეულოს გარნიტური 22%-ით, საქალაქთაშორისო მგზავრობა 23%-ით, ბავშვის სათამაშო 27%-ით, დიზელი 40%-ით, ბენზინი 45%-ით. იმპორტირებული პროდუქციის თვითღირებულების ზრდასთან ერთად ინფლაციის ფორმირებაში საწვავის გაძვირებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.


 

ინფლაცია დაფარულია გადასახადია და ის ადამიანების რეალურ შემოსავლებს ამცირებს. ადამიანს რაც მეტად უჭირს, საკვებზე შემოსავლის უფრო დიდ ნაწილს ხარჯავს. სურსათი საშუალოდ 17%-ით გაძვირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გაჭირვებული ადამიანისთვის ინფლაცია საშუალოზე მაღალი იყო.

 

პენსიის 20 და 25 ლარიანი მატება საშუალო ინფლაციამაც გადაყლაპა, მაგრამ რადგან პენსიონერიც პენსიის უმეტეს ნაწილს საკვებსა და მედიკამენტებში ხარჯავს, მისი ეკონომიკური მდგომარეობა ბოლო ერთ წელიწადში მნიშვნელოვნად გაუარესდა.

 

მთავრობა შარშანდელი 6.8%-იანი ეკონომიკური ვარდნის ფონზე წელს 10.5%-იანი ზრდით ამაყობს, თუმცა სიღარიბის ზრდას ირიბად მაინც აღიარებს. 2020 წლის ოქტომბერში სოციალური დახმარება 510 ათასმა ადამიანმა მიიღო, 2021 წლის ოქტომბერში 24%-ით მეტმა - 633 ათასმა.

 

იანვრიდან კომუნალური გადასახადები ყველასთვის გაძვირდა, ოღონდ ბიზნესისთვის უფრო მაღალი პროცენტული მაჩვენებლით. გადაწყვეტილება ერთი შეხედვით მძიმე სოციალური ფონის უფრო მეტად გაუარესების წინააღმდეგ იყო მიმართული, თუმცა ბიზნესებმა ტარიფი საბოლოო პროდუქციის ღირებულებაში ასახეს, რაც ტვირთად ისევ მოსახლეობას დააწვა.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up