სამომხმარებლო სესხებზე ყველა ბანკში მაღალი საპროცენტო განაკვეთი ნარჩუნდება

სამომხმარებლო სესხებზე ყველა ბანკში მაღალი საპროცენტო განაკვეთი ნარჩუნდება

access_time2021-08-12 10:00:28

კომერციულ ბანკებში სესხებზე საპროცენტო განაკვეთი იანვრიდან დღემდე 12.2%-დან 12%-მდე შემცირდა. ლარში გაცემულები კი 15.7%-დან 15.6%-მდე. რადგან 200 000 ლარამდე მოცულობის სეხის გაცემა ლარშია სავალდებულო, სამომხმარებლო სესხების 88%-ზე მეტი სწორედ ეროვნული ვალუტაშია გაცემული. სამომხმარებლო სესხებზე საპროცენტო განაკვეთი საშუალოზე მაღალია და ივნისის მდგომარეობით 19.1%-ს შეადგენს. ბანკების უმრავლესობისთვის სამომხარებლო სესხი ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, მათი შეთავაზებები გარეგნულად ზოგჯერ ერთმანეთისგან განსხვავდება, მაგრამ შეინაარსობრივად თითქმის იდენტურია.


სამომხმარებლო სესხი, როგორც წესი, ხელფასის საფუძველზე გაიცემა, თუმცა ასევე შესაძლებელია შემოსავლის სხვაგვარი დადასტურებაც: გზავნილები, იჯარა, თვითდასაქმებულისთვის ბრუნვის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი...


თიბისი ბანკი უზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხს 600 000 ლარამდე გასცემს, სეხის მაქსიმალურ ვადას 10 წელი შეადგენს, საპროცენტო განაკვეთი 14%-დან, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი კი 15.7%-დან იწყება.  გაცემის საკომისიო სესხის თანხის 2% მინიმუმ 40 ლარია. არაუზრუნველყოფილი სესხის შემთხვევაში ლიმიტი 60 000 ლარამდე მცირდება, ვადიანობა 4 წლამდე, საპროცენტო განაკვეთი 12.25%-დან, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი კი 15.8%-დან იწყება. უფრო მაღალია გაცემის საკომისიცოც და 2.5%-ს მინიმუმ 50 ლარს შეადგენს.


პირობები მსგავსია თიბისის მთავარ კონკურენტ საქართველოს ბანკშიც, სადაც სამომხმარებლო სესხის ლიმიტი 75 000 ლარია, ვადიანობა 3 თვიდან 4 წლამდე. ნომინალური საპროცენტო განაკვეთი მართალია 9%-დან იწყება, მაგრამ მინიმალური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 18.5%-ს შეადგენს.  



საქართველოს ბანკში სესხის ასაღებად მინიმუმ 400 ლარიანი ხელფასია საჭირო, თიბისიში 200, სხვა ბანკის სახელფასო კლიენტის შემთხვევაში - 300. თიბისი სესხებს 20-დან 65 წლამდე პირებზე გასცემს, საქართველოს ბანკი 22-დან 70 წლამდე, გამონაკლისის სახით 20-დან 70 წლამდე.


თუ თიბისიში მინიმალური სეხის მოცულობა 500 ლარს შეადგენს, ხოლო საქართველოს ბანკში 400 ლარს, ლიბერთი ბანკისგან 200 ლარიანი ხელფასის საფუძველზე 300 ლარის სესხებაც შეიძლება.  საპროცენტო განაკვეთი 11.85%-დან, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი კი 15.78%-დან იწყება. გაცემის საკომისიო 2% – მინიმუმ 20 ლარია, რასაც საკრედიტო ბიუროში გადამოწმების 10 ლარიც ემატება. სესხის აღება 18-დან 70 წლამდე ასაკის პირებს შეუძლიათ.


პირობები მეტ-ნაკლებად მსგავისია ვითიბი ბანკში, ბაზის ბანკსა და ტერა ბანკში. პროკრედიტ ბანკი და ქართუ ბანკი უფრო ბიზნესის დაფინანსებაზე არიან ორიენტირებულები და სამომხამრებლო სესხებს მასობრივად არ გასცემენ.


პრაქტიკულად ყველა ბანკის ვებგვერდზე მითითებული ინფორმაცია მინიმალური საპროცენტო განაკვეთის შესახებ გამონაკლისს წარმოადგენს და ყველა ხარჯის გათვალისწინებით რეალური საპროცენტო განაკვეთი უფრო მაღალი გამოდის, რასაც ეროვნული ბანკის ანგარიშიც ადასტურებს.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up