სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა ICAO-ს ევროპისა და ჩრდილო-ატლანტიკური რეგიონის საავიაციო ხელისუფლებების დირექტორთა შეხვედრას უხელმძღვანელა

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა ICAO-ს ევროპისა და ჩრდილო-ატლანტიკური რეგიონის საავიაციო ხელისუფლებების დირექტორთა შეხვედრას უხელმძღვანელა

access_time2022-05-18 10:30:00

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პარიზის ბიუროში ევროპისა და ჩრდილო-ატლანტიკური რეგიონის საავიაციო ხელისუფლებების დირექტორთა შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ICAO-ს ევროპისა და ჩრდილო-ატლანტიკური რეგიონის საავიაციო ხელისუფლებების დირექტორთა შეხვედრის თავმჯდომარის მოადგილის რანგში საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე გაუძღვა. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.


„ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ ICAO-ს გენერალური მდივანი ხუან კარლოს სალაზარი და ამავე ორგანიზაციის რეგიონალური დირექტორი ნიკოლას რალო. შეხვედრას რეგიონის საავიაციო ხელისუფლებების, ევროკომისიის, ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს, აშშ-ს ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციის, EUROCONTROL-ის და IATA-ს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


ღონისძიების ფარგლებში, მხარეებმა მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში დაგეგმილი ICAO-ს ორმოცდამეერთე ასამბლეის მოსამზადებელი სამუშაოები, ერთობლივად გასატარებელი ღონისძიებები, ორგანიზაციის ახალი კიბერ უსაფრთხოების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, ასევე ავიაციაში პანდემიის შემდგომი აღდგენის დინამიკა განიხილეს. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების გარდა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს და მის უარყოფით ზეგავლენას რეგიონის საჰაერო მოძრაობის ნაკადებზე და მთლიანად სექტორის ნორმალურ ოპერირებაზე.



ლევან კარანაძემ, საქართველოს სახელით და შეხვედრის თავმჯდომარის რანგში, სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინის დელეგაციას და დაგმო აღნიშნული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმდინარე საომარი მოქმედებები. თავის გამოსვლაში, სააგენტოს დირექტორმა მადლობა გადაუხადა ICAO-ს საბჭოს უკრაინისადმი მკაფიო და ურყევი მხარდაჭერის გამო, ასევე, ამავე კონტექსტში, აღნიშნა ის დანაკარგი რაც საერთაშორისო ავიაციის მთელმა სექტორმა განიცადა მსოფლიოს უდიდესი საჰაერო ხომალდის AN-225-ის განადგურების გამო.


ვიზიტის ფარგლებში, ლევან კარანაძემ მონაწილეობა მიიღო ევროპის სამოქალაქო ავიაციის კონფერენციის (ECAC) წევრი ქვეყნების საავიაციო ხელისუფლებების გენერალურ დირექტორთა შეხვედრაში (DGCA/158), რომელიც ასევე ICAO-ს ორმოცდამეერთე ასამბლეის მოსამზადებელი სამუშაოების განხილვას ისახავდა მიზნად. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ორმხრივი შეხვედრები გამართა ევროკომისიის, ICAO-ს, EASA-ს და EUROCONTROL-ის წარმომადგენლებთან. ლევან კარანაძემ პარტნიორებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ერთიანი საჰაერო სივრცის შეთანხმებით გათვალისწინებულ აქტივობებზე და სააგენტოს სხვა მნიშვნელოვან აქტივობებზე მიაწოდა ინფორმაცია“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up