სამოქალაქო იდეა: შავ სიაში შეტანილი ჩინური კომპანია და ხელისუფლების პასუხისმგებლობა რიკოთზე შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით

სამოქალაქო იდეა: შავ სიაში შეტანილი ჩინური კომპანია და ხელისუფლების პასუხისმგებლობა რიკოთზე შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით

access_time2023-04-07 18:30:39

ბოლო პერიოდში  რიკოთზე შექმნილი პრობლემებთან დაკავშირებით,  ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეა“ განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას ამ თემასთან დაკავშირებით  ხელისუფლების პასუხისმგებლობას ახსენებს.

განცხადების ტექსტს „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ:

„რიკოთის გზის და გვირაბების მშენებარე ერთ-ერთ  ჩინურ კომპანიასთან -  „China State Construction Engineering Corporation“ დაკავშირებით , „სამოქალაქო იდეამ“ ჯერ კიდევ 2022 წლის სექტემბრში გამოაქვეყნა  China Watch-ის მეათე ანგარიში - „CSCEC საქართველოში“, სადაც  საფუძვლიანად არის შესწავლილი ჩინური კომპანია China State Construction Engineering Corporation-ის რეპუტაცია და მის სახელთან დაკავშირებული გადაცდომები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, CSCEC და მისი შვილობილი კომპანიები,  კორუფციისა და თაღლითობის სქემებს ახორციელებდნენ ჩინეთში, აშშ-ში, ფილიპინებში, პაკისტანში, კენიაში, ტანზანიაში, ეთიოპიასა და რამდენიმე სხვა ქვეყანაში, რის შედეგადაც სხვადასხვა სახელმწიფო და საერთაშორისო ინსტიტუტების შავ სიაში მოხვდნენ.


2009 წელს, მსოფლიო ბანკმა შპს China State Construction Engineering Corporation შავ სიაში შეიყვანა,  ფილიპინებში შეთქმულების პრაქტიკასა და კორუფციულ სკანდალში მონაწილეობის გამო, რომელიც ეხებოდა ფილიპინების ეროვნული გზების გაუმჯობესებისა და მართვის პროგრამას. 2020 წლის აგვისტოში, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა იმ ჩინური კომპანიების სია, რომლებსაც მჭიდრო კავშირი აქვთ დამყარებული ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელ არმიასთან (PLA). სწორედ ამ კომპანიებს შორის იყო CSCEC. ტრამპის ადმინისტრაციამ, ეს უკანასკნელი კიბერ ჯაშუშობაში დაადანაშაულა, ხოლო აშშ-ში რეგისტრირებულ სუბიექტებს აუკრძალა, გამხდარიყვნენ CSCEC-ის აქციონერები. კომპანიის კიბერ მაქინაციებში ჩართულობასთან დაკავშირებული ბრალდებები, ნამდვილად არ არის ახალი, ვინაიდან ჯერ კიდევ 2017 წელს, პეკინმა ფარული მოსასმენი აპარატურა დაამონტაჟა აფრიკის კავშირის შტაბბინაში, რომელიც China State Construction Engineering Corporation-მა ეთიოპიაში ააშენა. აღმოჩნდა, რომ მონაცემები შენობაში არსებული პერსონალური კომპიუტერებიდან ჩინურ სერვერებს ხუთი წლის განმავლობაში გადაეცემოდა. 2022 წლის დასაწყისში, კენიის სასამართლოში სარჩელი შეიტანეს CSCEC-ის წინააღმდეგ შესაძლო კორუფციის შემთხვევებზე. სასამართლოს სთხოვეს აეკრძალა კომპანიის მუშაობა კენიაში და შესაბამისად, მის მიერ კენიის კანონებისა და დირექტივების დარღვევა დაედგინათ.



CSCEC-ის სახელთან ასოცირებული უახლესი სკანდალური შემთხვევა, უკრაინაში დაფიქსირდა. 2023 წლის მარტის ბოლოს, უკრაინულმა ანტიკორუფციულმა სააგენტომ NAZK-მა,  ჩინური კომპანია, უკრაინაში რუსული ომის საერთაშორისო სპონსორების სიაში შეიყვანა. სააგენტოს წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მიუხედავად, CSCEC აგრძელებდა პროექტების აქტიურად განხორციელებას ტერორისტულ სახელმწიფოში, სწორედ მას აბარია კრიტიკული ინფრასტრუქტურული პროექტები და რუსეთის მთავრობასთან მუდმივი შეხვედრების გამართვით თავისი საქმიანობის გაფართოებას გეგმავს.

ბოლოდროინდელ მოვლენებამდე, საქართველოში CSCEC-ის საქმიანობასთან დაკავშირებით გამოვლინდა ორი მნიშვნელოვანი გადაცდომა - 1) ხელშეკრულების გაჭიანურება და გადავადება და 2) გარემოსდაცვითი პრობლემები. 2019 წლის 21 აგვისტოს, გზების დეპარტამენტმა ხელშეკრულება გააფორმა China State  Construction Engineering Corporation Limited-თან ე-60 მაგისტრალის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის (კმ 0.0 - კმ 11.6) სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით. პარადოქსულია ის გარემოება, რომ მსოფლიო ბანკის მიერ ნაწილობრივ დაფინანსებულ პროექტს სწორედ ის კომპანია აშენებს, რომელიც იმავე მსოფლიო ბანკს, შავ სიაში ჰყავს შეყვანილი. 


საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრაქტიკა აჩვენებს, რომ ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ცნობილი და შავ სიაში შეყვანილი ჩინური კომპანია, იგებს სატენდერო პროექტს, რომელიც დაფინანსებულია, მისი შავ სიაში შემყვანი ორგანიზაციის მიერ. China State Construction Engineering Corporation Limited-თან გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით, სამუშაოების განხორციელების ვადად 3 წელია განსაზღვრული, მაშასადამე გზის მშენებლობა 2022 წლის ბოლომდე უნდა დასრულებულიყო. მიუხედავად ამისა, ჩინელმა კონტრაქტორმა სამუშაო დროულად ვერ დაასრულა და ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო, პროექტის დასრულება შვიდი თვით გადაიდო. ამის შემდგომ, E-60 მაგისტრალის-ხევის (F1) მშენებლობის პროექტის დასრულების ვადად 2023 წლის აგვისტო განისაზღვრა.

2020 წელს, ადგილობრივმა მოსახლეობამ სოციალური მედიის საშუალებით გაავრცელა, რომ  ჩინურ კომპანია CSCEC-ს ბეტონის დამამზადებელი დანადგარი მდინარის პირას ჰქონდა ჩადგმული, რაც მდინარის დაბინძურებას იწვევდა. როგორც მოგვიანებით ადგილობრივმა მედიამ გაარკვია, ამ ინფორმაციის მედიაში გაჟონვის გამო, მთავრობა იძულებული გახდა კომპანია 3000 ლარით დაეჯარიმებინა.

 

ანგარიშის შესახებ ვრცლად იხილეთ : civicidea.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up