კომერციული ბანკების მიერ სამრეწველო სექტორზე გაცემული სესხების რაოდენობამ, 2022 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, 756,1 მლნ ლარი შეადგინა, მათგან ლარში 261,490,000 ლარი, ხოლო უცხოურ ვალუტაში 378,057,000 ლარის ეკვივალენტი გაიცა. 2022 წლის განმავლობაში, სამრეწველო სექტორზე სულ 1,478 მლრდ ლარის სესხი გაიცა, რაც ამ პერიოდში სხვადასხვა სეტორებზე გაცემული სესხების რაოდენობაში ყველაზე მეტია. საპროცენტო განაკვეთმა აღნიშნულ სექტორში ლარის სესხებზე 13.14%, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე 7.32% შეადგინა.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
2022 წლის პირველ კვარტალში, სავაჭრო სექტორზე სულ 1.482 მლრდ ლარის სესხი გაიცა. 2022 წლის მარტის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ სავაჭრო სექტორზე გაცემული სესხების რაოდენობამ კი 590,5 მლნ ლარი ( ლარში 322,156,000 ლარი, ხოლო უცხოურ ვალუტაში 268,360,000 ლარი) შეადგინა, რაც ამ პერიოდში სხვადასხვა სეტორზე გაცემული სესხების რაოდენობით მეორე ადგილზეა. საპროცენტო განაკვეთმა აღნიშნულ სექტორში ლარის სესხებზე 13.6%, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე 6.3% შეადგინა.
2022 წლის პირველი კვარტლი მონაცემებით, მესამე ადგილზე, რომელზეც კომერციულმა ბანკებმა ყველაზე მეტი სესხი გასცეს მშენებლობის სექტორი აღმოჩნდა. მიმდინარე წლის განმავლობაში აღნიშნულ სექტორზე კომერციულმა ბანკებმა ლარში 256,9 მლნ ლარი, ხოლო უცხოურ ვალუტაში 414,6 მლნ ლარი გასცეს. საპროცენტო განაკვეთებმა ლარის სესხებზე 13.96%, ხოლო უცხოური ვალუტის სესხებზე 6.3% შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ 2021 წლის განმავლობაში კომერციულმა ბანკებმა რეზიდენტ იურიდიულ პირებზე თითქმის 2 მლრდ ლარის (ლარში 899,5 მლნ ლარი, ხოლო დოლარში 1,092 მლრდ ლარი) სესხი გასცეს.