სამრეწველო ემისიების რეგულირების კანონპროექტი ბიზნესს ინტეგრირებული ნებართვის ფლობას დაავალდებულებს

სამრეწველო ემისიების რეგულირების კანონპროექტი ბიზნესს ინტეგრირებული ნებართვის ფლობას დაავალდებულებს

access_time2022-08-04 15:00:18

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესაბამისად საქართველო ემისიების პრევენციის მიზნით აქტიური და ქმედითი ნაბიჯების გადადგმას იწყებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ უკვე შემუშავდა „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონპროექტი, რომლის მიხედვით, ქვეყანაში ახალი ინტეგრირებული სანებართვო სისტემა დაინერგება. კანონპროექტის მიზანი სამრეწველო საქმიანობის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში, წყალსა და მიწაში ემისიების პრევენცია, შემცირება და კონტროლია. პროექტი ითვალისწინებს ნარჩენების წარმოქმნის პრევენციასაც. ახალი კანონპროექტი მსხვილ სამრეწველო საწარმოებს ავალდებულებს, გარემოს დაბინძურების შესამცირებლად, გაუმჯობესებული ტექნოლოგიების დანერგვა უზრუნველყონ. პროექტი საკანონმდებლო ორგანოს საშემოდგომო სესიაზე განსახილველად წარედგინება.



როგორც „კომერსანტთან“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტის ინტეგრირებული მართვის სამმართველოს უფროსი ნინო ობოლაშვილი განმარტავს, სამრეწველო სექტორის რეგულირების ახალი სისტემის ამოქმედება დაგეგმილია 2026 წლის 1-ლი სექტემბრიდან. აღსანიშნავია, რომ 2026 წლის 1-ლი სექტემბრიდან რეგულირება შეეხებათ ახალ საწარმოებს, ხოლო არსებულ საწარმოებზე გავრცელდება 2028 წლის 1-ელი სექტემბრიდან. თუმცა საყურადღებოა, რომ 2028 წლიდან რეგულაცია არსებული საწარმოებისთვის ძალაში შევა სექტორულად.



„სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონპროექტი 2010/75/EU დირექტივის პრინციპებზეა (IPPC პრინციპები) აგებული და 5 ძირითად პრინციპს აერთიანებს:

1. ინტეგრირებული მიდგომა, რაც გულისხმობს იმას, რომ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე კანონქვემდებარე აქტები დაარეგულირებს ემისიებს ყველა მიმართულებით, მათ შორის ჰაერში, წყალში, მიწაში. მოიცავს ვიბრაციის და ხმაურის რეგულირების საკითხებს. მოიცავს ასევე ნარჩენების მართვის პრევენციას, ენერგოეფექტურობის და რესურსეფექტურობის საკითხებს და ასე შემდეგ.

2. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა (BAT) - ეს პრინციპი მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის. რეგულირება ეყრდნობა საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის გამოყენებას.

3. მოქნილობის მექანიზმი, - გარდა იმისა რომ საკმაოდ ზოგად და მნიშვნელოვან ჩარჩოს აწესებს კანონი, ასევე იძლევა საწარმოებზე ინდივიდუალური მიდგომის საშუალებას და გარკვეული გადახვევის მექანიზმებიც შემოაქვს.

4. რისკების შეფასებაზე დაფუძნებული კონტროლის მექანიზმი. ეს არის ინსპექტირების მექანიზმი, რომელიც აფასებს ცალკეული საწარმოდან მომდინარე რისკებს და ისე იგეგმება ინსპექტირება.

5. საზოგადოების მონაწილეობის მექანიზმი - კანონის პროექტი უზრუნველყოფს საზოგადოების მაქსიმალურ ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების ყველა ეტაპზე.




როგორც ნინო ობოლაშვილი განმარტავს, კანონპროექტი აწესებს სამრეწველო სექტორისთვის ინტეგრირებული ნებართვის ფლობის ვალდებულებას. ინტეგრირებული სანებართვო პროცედურა 120 დღიანი პროცედურაა, თუმცა კანონპროექტი ითვალისწინებს დაჩქარებული მექანიზმსაც.




რაც შეეხება ნებართვების ღირებულებას მისი ფასი სტანდარტულ დროში (120 დღე) 5000 ათასი ლარი იქნება, ხოლო დაჩქარებული პროცედურის შემთხვევაში კი - 7500 ლარი. დაჩქარებული მექანიზმი ნებართვის გაცემას 80 სამუშაო დღეში ითვალისწინებს.



ინტეგრირებული ნებართვის ფლობის ვალდებულება გავრცელდება როგორც ახალ ასევე არსებულ საწარმოებზე.



„როდესაც ვსაუბრობ სამრეწველო საწარმოებზე არ ნიშნავს იმას, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული რეგულირება ყველა სამრეწველო საწარმოზე გავრცელდება. ის გავრცელდება მხოლოდ მსხვილ სამრეწველო ობიექტებზე“, - ამბობს ნინო ობოლაშვილი.



კანონპროექტით გათვალისწინებულია შემდეგ სექტორებში ოპერირებადი მსხვილი საწარმოების რეგულირება: ენერგიის წარმოება, ლითონების წარმოება და დამუშავება, მინერალური ნედლეულის გადამუშავება, ქიმიური მრეწველობა, ნარჩენების მართვა, სოფლის მეურნეობა, სურსათის წარმოება და სხვა.


როგორც სამინისტროში განმარტავენ, იმისათვის, რომ ბიზნესმა საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის პრინციპი დააკმაყოფილოს, ამ მიმართულებით გარკვეული სტანდარტების დანერგვაც მოუწევს.



„საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის დანერგვაც კომპლექსური თემაა და არ მოაზრება მხოლოდ ახალი და ძვირადღირებული დანადგარების მონტაჟი. თუმცა გარკვეული საწარმოების შემთხვევაში აუცილებელი გახდება სრული საწარმოო გადაიარაღებაც.



საგულისხმოა, რომ საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა გულისხმობს საწარმოების მართვის ახლებურ მექანიზმებს“, - განმარტავს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტის ინტეგრირებული მართვის სამმართველოს უფროსი ნინო ობოლაშვილი.



რაც შეეხება საწარმოთა შემოწმების სიხშირეს ის დაფუძნებულია, გარემოს დაცვითი რისკების შეფასებაზე და არ უნდა აღემატებოდეს 1 წელიწადს მაღალი რისკის მქონე საქმიანობებისთვის და 3 წელიწადს - დაბალი რისკის მქონე საქმიანობებისთვის.



რა ჯარიმები იარსებებს, თუ სამრეწველო საწარმომ სამომავლოდ დაარღვია „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონი და ინტეგრირებული ნებართვის გარეშე მოახდინა ოპერირება?



კანონის პროექტის მიხედვით, საქმიანობის განხორციელება ინტეგრირებული ნებართვის გარეშე გამოიწვევს დაჯარიმებას 25 000 ლარიდან 30 000 ლარამდე, ხოლო ინტეგრირებული ნებართვის პირობების შეუსრულებლობა – 10 000 ლარიდან 15 000 ლარამდე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up