სამშენებლო და სარემონტო მასალების კომპანია „ნოვა“ თელავსა და გორში ახალ მეგაცენტრებს ხნის

სამშენებლო და სარემონტო მასალების კომპანია „ნოვა“ თელავსა და გორში ახალ მეგაცენტრებს ხნის

access_time2022-03-31 11:15:19

1 აპრილს, თელავსა და გორში, სამშენებლო და სარემონტო მასალების კომპანია „ნოვას“ ორი ახალი ფილიალი ერთდროულად გაიხსნება. ისინი, თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის შემდეგ, რიგით მეოთხე და მეხუთე მეგაცენტრებია.

 

ახალ ფილიალებში წარმოდგენილი იქნება, როგორც „ნოვას“ მიერ წარმოებული, ისე იმპორტირებული პროდუქციის სრული ასორტიმენტი. მომხმარებლები უკვე თელავსა და გორშიც შეძლებენ შეიძინონ „ნოვას“ წარმოების სასახურავე მასალა, ფასადის მოსაპირკეთებელი საიდინგები, ვენახის ინვენტარი, პოლიეთილენის ავზები, ნაგავშემკრები კონტეინერები, სეპტიკები, სხვადასხვა სახის პროფილი და მისი სხვა ქართული პროდუქცია. ასევე, ისეთი ექსკლუზიური ბრენდების პროდუქტები, როგორებიცაა Ingco, Bien, Nippon Paint-ის ჯგუფის Betek და Fawori და Saint Gobain-ის ჯგუფის Izocam და Rigips. იმპორტირებული პროდუქცია მოიცავს სანტექნიკას, ხელსაწყოებს, სამშენებლო მიმართულებას, საღებავების ფართო ასორტიმენტს და ა.შ.


ახალ მეგაცენტრებში მისულ სტუმრებს დახვდებათ უამრავი საჩუქარი, სიურპრიზი და განსაკუთრებული ფასდაკლებები პროდუქციაზე. გახსნის ცერემონიალს დაესწრებიან თელავისა და გორის მერები და სხვა მოწვეული სტუმრები.



ახალი ფილიალების გახსნისთვის „ნოვამ“ დამატებით მილიონ ნახევარი ლარის ინვესტიცია განახორციელა. მათში დაასაქმა 60-ზე მეტი თანამშრომელი, რომლებიც ადგილობრივი კადრებიდან შეირჩნენ.

 

სამშენებლო და სარემონტო კომპანია „ნოვა“ ქართულ ბაზარზე 15 წელზე მეტია ოპერირებს. ის არის წამყვანი საერთაშორისო ბრენდების ექსკლუზიური იმპორტიორი და ამიერკავკასიის უმსხვილესი მწარმოებელი. „ნოვამ“ წარმოების ხაზის განვითარება 2011 წლიდან დაიწყო და დღეს უკვე 400-ზე მეტი დასახელების ქართულ პროდუქტს ქმნის. მის შოურუმებში სულ 50 ათასზე მეტი  პროდუქტია წარმოდგენილი.

 

„ნოვა“ ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქართული კომპანიაა. მისი მეგაცენტრები, თელავისა და გორის ჩათვლით, უკვე 5 დიდ ქალაქშია წარმოდგენილი. ზაფხულის ბოლომდე კი მარნეულსა და ხაშურში დამატებით კიდევ ორი ფილიალის გახსნას გეგმავს.

 

(R)

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up