სამშენებლო კომპანია „დაგი“ ეხმაურება მედიაში გავრცელებულ არასწორ, ცილისმწამებლურ ინფორმაციას დიდი დიღმის ტერიტორიაზე აშენებული მულტიფუნქციური სკოლის შესახებ

სამშენებლო კომპანია „დაგი“ ეხმაურება მედიაში გავრცელებულ არასწორ, ცილისმწამებლურ ინფორმაციას დიდი დიღმის ტერიტორიაზე აშენებული მულტიფუნქციური სკოლის შესახებ

access_time2020-03-07 18:00:17

სამშენებლო კომპანია „დაგი“ ეხმაურება მედიაში გავრცელებულ არასწორ, ცილისმწამებლურ ინფორმაციას დიდი დიღმის ტერიტორიაზე აშენებული მულტიფუნქციური სკოლის შესახებ.
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსა და კომპანია “დაგის” შორის 2019 წლის 29 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ 19,812,732 ლარის სანაცვლოდ ვალდებულება აიღო დიდი დიღმის ტერიტორიაზე დაეპროექტებინა და აეშენებინა
მულტიფუნქციური სკოლა, რომელიც ექსპლუატაციისათვის მზად 2019 წლის 15
სექტემბერს უნდა ყოფილიყო. თუმცა მშენებლობის ეტაპზე დამატებითი სამუშაოების (როგორიცაა სკოლასთან მიმავალი გზის და წყალგაყვანილობის მოწყობის, გაზსადენის შეჭრის და ა.შ) შესრულების აუცილებლობის გამო ცვლილება შევიდა როგორც ხარჯთაღრიცხვაში, ასევე დასრულების ვადაში და განისაზღვრა 2019 წლის 22 ნოემბრით.


გავრცელებული ინფორმაცია, სკოლის შენობის დასრულების გაურკვეველი ვადის შესახებ, არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან, 2019 წლის 22 ნოემბერს სკოლის შენობა იყო დასრულებული, მოწესრიგებული და მზად გახსნისთვის. 7 თვეში 15000 მ2 ფართის 1300 ბავშვზე გათვლილი, მაღალი სტანდარტების, მულტიფუნქციური
შენობის აშენება ნამდვილად დიდი გამოწვევა იყო კომპანიისთვის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სამშენებლო სამუშაოები შესრულებულია ხარისხიანად, სრულად მოწესრიგებულია შენობა და შიდა სამოედნო ინფრასტრუქტურა.


სრული სიცრუეა ასევე გაჟღერებული ინფორმაცია კომპანიასთან
ალექსანდრე ივანიშვილის და შალვა თადუმაძის რამენაირი კავშირის შესახებ. რაც შეეხება მზევინარ ანსიანს, შალვა თადუმაძის მეუღლეს, იგი კომპანიას იურიდიულ კონსულტაციას უწევდა მხოლოდ 2014-2015 წლებში.



შპს „დაგი“ ერთ-ერთი წამყვანი სამშენებლო კომპანიაა, რომელსაც ქვეყნის ინფრასტრუქტურის შექმნა/განახლებაში მნიშვნელოვანი წვლილი
შეაქვს. შეგახსენებთ, რომ კომპანიის მიერ ბოლო რამდენიმე ათწლეულის

მანძილზე შესრულებულია ისეთი მნიშვნელოვანი და საგულისხმო პროექტები, როგორებიცაა: ამბროლაურის აეროპორტი, ვანის არქეოლოგიური მუზეუმი, სათაფლიის მღვიმე, მესტიის თეატრი და მთლიანად მესტიის რეაბილიტაცია, ქუთაისის ოპერა, ღვინის ქარხნები, ახალი აღმაშენებლის, დინამო არენასა თუ წყალტუბოს პარკის რეაბილიტაციის პროექტები, წილკანისა და მარტვილის საჯარო სკოლები, ზუგდიდის იუსტიციის სახლი, და უამრავი სხვა.

თეგები:
დაგი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up