სამშენებლო მასალების კომპანია „ნოვას“ გამოწვევა - მეგაცენტრები თბილისსა და ბათუმში

სამშენებლო მასალების კომპანია „ნოვას“ გამოწვევა - მეგაცენტრები თბილისსა და ბათუმში

access_time2020-10-12 13:36:08

სამშენებლო სარემონტო მასალების კომპანია „ნოვამ“ 3 ივნისს ბათუმსა და თბილისში ერთდროულად გახსნა სავაჭრო მეგაცენტრები. 35 ათასი დასახელების პროდუქტი 12 სხვადასხვა მიმართულებით - ამბიციური პროექტი 2 წლის განმავლობაში საერთაშორისო ექსპერტებისა და კონსულტანტების ჩართულობით ხორციელდებოდა. დღის სინათლე კი 2020 წელს, კარანტინის პერიოდის დასრულების შემდეგ იხილა.


მიუხედავად წლის ყველაზე სერიოზული გამოწვევისა, რაც მსოფლიოში ვირუსის გავრცელებას უკავშირდება, „ნოვამ“ სწორი გეგმებისა და სტრატეგიის დასახვით მაინც შეძლო მნიშვნელოვანი პროექტის წარმატებით გაშვება.


როგორც საცალო გაყიდვების დირექტორი, გიორგი ბენდიანიშვილი გვიყვება, წელს გაყიდვების ზრდის ტენდენცია შეინიშნება მეგაცენტრების მიმართულებით, რაც იმედისმომცემი პროგნოზია არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით.


გარდა „ნოვას“ პროდუქციისა, მაღაზიებში წარმოდგენილია სხვადასხვა ქართული წარმოების სამშენებლო და სარემონტო მასალები. ამ გზით, „ნოვა“ ხელს უწყობს საქართველოში ქართული პროდუქციის პოპულარიზებას და გაყიდვების წახალისებას.


რატომ გაჩნდა მეგაცენტრების გახსნის აუცილებლობა


წლების განმავლობაში „ნოვა“, ძირითადად, B2B და სადისტრიბუციო გაყიდვებზე იყო ორიენტირებული, თუმცა ბაზრის მოთხოვნამ კომპანიის მენეჯმენტი დაარწმუნა, რომ აუცილებელი იყო საცალო გაყიდვების ხაზის გააქტიურებაც.


სწორედ ამ მიზნით გაიხსნა მეგაცენტრები. სამშენებლო და სარემონტო მასალები; ექსტერიერისა და ინტერიერის მოსაპირკეთებელი პროდუქტები; ხელსაწყოები და სამუშაო იარაღები; დეკორაცია, სახლისა და ბაღის აქსესუარები, ელექტრობა და განათება - ორივე მეგაცენტრი სახლის მოწყობისთვის საჭირო ნებისმიერ დეტალს სთავაზობს მომხმარებელს.


„მეგაცენტრების გახსნა სწორედ საცალო გაყიდვებზე გადასვლამ განაპირობა“ აღნიშნავს ბენდიანიშვილი. „კომპანიას უკვე 14-წლიანი გამოცდილება გააჩნია სამშენებლო-სარემონტო სფეროში. აღნიშნული პროექტი საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად მოვამზადეთ, რამაც საშუალება მოგვცა, ყველა სირთულისთვის შესაბამისად მოვმზადებულიყავით. გათვლა ყველა ტიპის მომხმარებელზე გავაკეთეთ, ვინაიდან ეს არის მეგაცენტრი და ამ მიმართულებით, თითქმის, ყველანაირი პროდუქტი გაგვაქვს ბაზარზე. გარდა ამისა, გვაქვს დაბალი, საშუალო და პრემიუმ ფასის და ხარისხის პროდუქტები, თუმცა ხარისხი ფასთან მიმართებაში ყოველთვის არის დაცული“, აღნიშნავს გიორგი ბენდიანიშვილი.



მომხმარებლის მოთხოვნის კვალდაკვალ


როგორც გიორგი ბენდიანიშვილი აღნიშნავს, მეგაცენტრების გახსნიდან 4 თვე გავიდა, თუმცა დღემდე, მომხმარებლის მოთხოვნის კვალდაკვალ, თითოეული დეტალი განუწყვეტლივ იხვეწება.


„მიუხედავად პანდემიისა, საგრძნობლად არის გაზრდილი თანამშრომლების რაოდენობა; ასორტიმენტი ყოველდღიურად იხვეწება და ივსება სხვადასხვა სექციებში, რაც მთავარია, მეგაცენტრების გახსნის შემდეგ შეცვლილია გაყიდვების სისტემაც“.


ორივე შოურუმს სულ მალე დაემატა აუდიოსისტემა, რომელიც, გარდა მუსიკალური გაფორმებისა, მომხმარებელს ყველა სახის სიახლესა და აქციაზე ინფორმაციას ხმოვანი სახით უწყვეტ რეჟიმში აწვდის. შიდა კომუნიკაცია ისეა მოწესრიგებული, რომ მომხმარებელი მარტივად პოულობს სასურველ პროდუქტს.


პრინციპი „გააკეთე თავად DIY” ორივე მეგაცენტრში თავიდანვე წარმატებით დაინერგა. ეს ეხება როგორც თავად პროდუქტს, ასევე - ყიდვის პროცესსაც. მომხმარებელი თავად ირჩევს, გამოცდის და იძენს სასურველ პროდუქციას.


გახსნის დღიდან სულ მალე მეგაცენტრებს მომხმარებელთა მოთხოვნით დაემატა ისეთი მიმართლებები, როგორიცაა გათბობა-გაგრილების სისტემები; საყოფაცხოვრებო და დეკორატიული ნივთები; ბაღის ავეჯი, აქსესუარები, ხელსაწყოები და სხვა.


გიორგი ბენდიანიშვილის თქმით, ასევე შეცვლილია გაყიდვების სტრუქტურაც. ჩამოყალიბდა ახალი მიმართულებები, რაც პროდუქციის შერჩევის, ყიდვისა და გაცემის პროცესს ამარტივებს. მომხმარებელთა კომფორტისთვის გათვალისწინებულია ფართო საპარკინგე სივრცეც.


აქვე მომხმარებლებისთვის სპეციალური სივრცეც შეიქმნა, სადაც ნებისმიერი ტექნიკური პრობლემის მარტივად და ოპერატიულად მოგვარება ხდება. რაც მთავარია, ორივეგან მოქმედებს მიტანისა და განვადების სერვისები. გამარტივდა საბუთების წარმოების პროცესიც.


კარანტინმა ბევრ ბიზნესს დაანახა გამართული ონლაინ-პლატფორმის აუცილებლობა, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელი მარტივად მონახავს, შეარჩევს და იყიდის სასურველ ნივთს. „ნოვამ“ კარანტინის პერიოდი ამ მხრივაც ნაყოფიერად გამოიყენა და მეგაცენტრებთან ერთად მომხმარებელს მიტანის სერვისიც შესთავაზა.


გარდა საკურიერო მომსახურებისა, გიორგი ბენდიანიშვილის თქმით, მიმდინარეობს ვებ-გვერდის დახვეწაც. როგორც „ნოვაში“ აღნიშნავენ, კონსულტანტების დატრენინგება ყველა მიმართულებით აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ეს ეხება როგორც ადგილზე, ასევე - დისტანციურ შესყიდვებსაც.


როგორც „ნოვაში“ აღნიშნავენ, მომხმარებლის აზრის გათვალისწინებით ნაბიჯების გადადგმამ ბიზნესს ოთხ თვეში წარმატება მოუტანა და ცნობადობა ფიზიკურ პირებში ძალიან გაზარდა, რაც ნოვას ძირეული რებრენდინგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი გახლდათ.


(NS)



თეგები:
„ნოვა“



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up