შეხვედრები სამშენებლო სექტორთან გრძელდება. შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძემ და ბიზნესომბუდსმენმა ოთარ დანელიამ სექტორის წარმომადგენლებს მიმდინარე და დაგეგმილი სიახლეები გააცნეს.
შეხვედრაზე განიხილეს სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ნუსხის ცვლილება, რომელიც ამ სექტორის წარმომადგენლებზეც ვრცელდება. მიმდინარე წლიდან სამშენებლო სექტორში დასაქმებულთათვის სამუშაო დრო კვირაში 48 საათიდან 40-მდე შემცირდა. დადგენილზე მეტი დროით მუშაობის შემთხვევაში კი ყოველ გადაცილებულ საათზე დასაქმებულებმა უნდა მიიღონ ზეგანაკვეთური ანაზღაურება, გაზრდილი ოდენობით.
შეხვედრაზე ასევე განხილული იყოს შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები და ძირითადი დარღვევები, რაც 2022 წლის ინსპექტირებებისას გამოვლინდა.
აღსანიშნავია, რომ სამშენებლო სექტორში 2018 წელთან შედარებით, ფატალური შემთხვევების რაოდენობა 45%-ით არის შემცირებული.
შეხვედრებს სამშენებლო სექტორის 300-მდე წარმომადგენელი დაესწრო.