სამშენებლო  სექტორს  შევთავაზეთ მოიზიდონ  დამატებითი  ფინანსური  რესურსი გარანტირებული დაკვეთის  მისაღებად - ირაკლი ღარიბაშვილი

სამშენებლო სექტორს შევთავაზეთ მოიზიდონ დამატებითი ფინანსური რესურსი გარანტირებული დაკვეთის მისაღებად - ირაკლი ღარიბაშვილი

access_time2022-04-04 12:17:42

„სამშენებლო  სექტორს  შევთავაზეთ მოიზიდონ  დამატებითი  ფინანსური  რესურსი გარანტირებული დაკვეთის  მისაღებად საჯარო  ინფრასტრუქტურის  მშენებლობა-რეაბილიტაციის მიმართულებით“, -  ამის შესახებ  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი  ღარიბაშვილმა ორშაბათს, 4  აპრილს, მთავრობის  სხდომაზე  განაცხადა.


მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.


მისი თქმით, მთავრობამ უკვე მიიღო სამშენებლო-სარეაბილიტაციო ობიექტების ნუსხა, რაც საკმაოდ დიდი მოცულობისაა და დაახლოებით 2 მლრდ ლარამდე ღირებულების დაკვეთები იქნება კომპანიებისთვის შესათავაზებელი.



„ამ საკითხზე ბატონ ლევანის ხელმძღვანელობით არაერთი შეხვედრა გაიმართა, ყველა სამინისტრომ უკვე გამოაგზავნა სია, იმ ობიექტების ნუსხა, რომლებიც იქნება ასაშენებელი ან რეაბილიტაციის რეჟიმში იქნება გასარემონტებელი. საკმაოდ მასშტაბური მოცულობა მივიღეთ 1 500 000 000-დან 2 000 000 000 ლარის სამუშაოები წელს გვექნება შესათავაზებელი კომპანიებისთვის.

პროექტები წარმოადგინეს ისეთმა უწყებებმა, როგორიცაა, თავდაცვის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო, განათლების სამინისტრო, ინფრასტრუქტურა და ა .შ. და ჩვენი ამოცანა იქნება რომ ეს სამუშაოები რომლებიც უნდა განხორციელებულიყო 3-5 წლამდე გადმოვწიოთ ე ვადა და წელსვე დავიწყოთ ამ პროექტების განხორციელება. გასარემონტებელია 800 მდე სკოლა იმისათვის რომ ერთიან სტანდარტში მოვაქციოთ ყველა სკოლა. აღარ ვსაუბრობ კულტურისა და სპორტის მიმართულებით, მაგალითისთვის გეტყვით რომ წყლის პროექტები ჩვენი დაპირება იყო რომ ყველა ქალაქში წყალი უნდა იყოს 24 საათიანი და ეს წელსვე უნდა დავიწყოთ

ეს არის ძალიან კარგი შეთავაზება ბიზნესისთვის, ერთის მხრივ მთავრობა საკუთარ პროექტებს ვადაზე ადრე განახორციელებს, დაჩქარდება ეკონომიკური ზრდაც რაც ეკონომიკის მაჩვენებელსაც დაეხმარება და ზოგადად სასარგებლო ინიციატივაა და ამას გარდა 1000 - ობით სამუშაო ადგილის შექმნაა გათვალისწინებული.

ბანკებთან ჩვენ გვქონდა ა საუბარი და ისინიც თანახმა არიან რომ გამოყონ ფინანსები პროექტების დასაფინანსებლად“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up