რატომ გაიზარდა მშენებლობის ღირებულების ინდექსი - გაზრდილი მოთხოვნისა და კადრების დეფიციტის ფონზე სექტორში ხელფასები იმატებს

რატომ გაიზარდა მშენებლობის ღირებულების ინდექსი - გაზრდილი მოთხოვნისა და კადრების დეფიციტის ფონზე სექტორში ხელფასები იმატებს

access_time2023-01-10 10:00:49

კომპანია „არსის“ გენერალური დირექტორი ბესო ორთოიძე მშენებლობის ღირებულების ინდექსის ზრდას რამდენიმე ფაქტორს უკავშირებს. როგორც „კომერსანტთან“ „არსის“ ხელმძღვანელმა განაცხადა, სამშენებლო სექტორში მოთხოვნა მაღალია და მოთხოვნის ზრდის ფონზე იზრდება დასაქმებულთა ხელფასებიც.



„ფასები წლის განმავლობაში იზრდებოდა და მშენებლობის ნაწილში კადრები საკმაოდ დეფიციტური იყო. კადრების დეფიციტმაც ავტომატურად მოახდინა ხეფასების ზრდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორივე ფაქტორმა შედეგზეც  იქონია გავლენა“, - აცხადებს ორთოიძე.



მისი განმარტებით, წლის ჭრილში სექტორი საკმაოდ გაიზარდა.




„თუ შევხედავთ უძრავი ქონების ფასებს, ფასები მზარდია. რაც იმას ნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში ფასების ზრდასთან ერთად იზრდება შრომის ანაზღაურებაც. ვარაუდობთ, რომ შრომის ანაზღაურების ზრდა  2023 წელსაც გაგრძელდება, თუმცა შედარებით დაბალი ტემპით“, - განმარტავს „არსის“ ხელმძღვანელი.



ორთოიძე კადრების დეფიციტის მიზეზებზეც საუბრობს და განმარტავს, რომ სამშენებლო სექტორში ზოგადად პროფესიული სასწავლებლების ნაკლებობაა.



„ქვეყანაში, ვინც მშენებლობის დარგში არის დასაქმებული, ეს ადამიანები ძირითადად თვითნასწავლები არიან და ასე პროფესიად არავინ არ ირჩევს.



თუ სხვა სექტორებს შევადარებთ, ამ სექტორში ანაზღაურება საკმაოდ მაღალია. უბრალოდ პოპულარული არაა, რომ ახალგაზრდა ადამიანი ისეთ პროფესიას დაეუფლოს, რომელიც მშენებლობაზე კონკრეტული ხელობით დაასაქმებს. როდესაც ადამიანი დაამთავრებს კონკრეტული მიმართულებით სასწავლებელს და სამსახურს ვერ იპოვის, ამის მერე იწყებს ფიქრს პროფესიას დაეუფლოს და დასაქმდეს მშენებლობაზე. ეს არის დღეს არსებული პრაქტიკა“, - აცხადებს ორთოიძე.



საქსტატის მონაცემების თანახმად, 2022 წლის ნოემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.8 პროცენტით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 3.4 პროცენტიანი ზრდით, რამაც 0.44 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. ხოლო 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 9.0 პროცენტით. დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 16.5 პროცენტიანმა ზრდამ 3.21 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up