სამშენებლო სექტორში ინდექსაციის სისტემის დაწესებას ფაქტობრივად არავინ იწონებს

სამშენებლო სექტორში ინდექსაციის სისტემის დაწესებას ფაქტობრივად არავინ იწონებს

access_time2022-05-10 14:00:38

სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე ინფრასტრუქტურული კომპანიებისთვის ინდექსაციის სისტემის შემოღებას ექსპერტულ წრეში უარყოფითად აფასებენ. მთავრობის ამ გადაწყვეტილებას მოწონება არც სექტორის წარმომადგენლებში გამოუწვევია. ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ განკარგულება მცირე პროცენტულ ზღვრებს მოიცავს და ის რეალურად არ აკმაყოფილებს სექტორის პრობლემის გადაჭრას, თუმცა მსგავსი ერთჯერადი აქტისთვის მაინც მისაღებია.


ეკონომისტები აცხადებენ, რომ არასწორი მიდგომაა, როცა საქართველოს გადასახადის გადამხდელთა ფულით მუდმივად ფინანსდება ესა თუ ის ბიზნესი, მით უმეტეს, სამშენებლო სფერო, სადაც ისედაც ფასების დიდი ზრდაა.


ეკონომიკის ექსპერტი, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს პირველი თავმჯდომარე თემურ ხომერიკი ,,კომერსანტთან“ ამბობს, რომ სახელმწიფომ ობიექტურად შეაფასა ვითარება, რაც კარგია, თუმცა პერიოდულად სხვადასხვა სამშენებლო კორპორაციის წარმომადგენლების მხრიდან ადგილი აქვს  ნიადაგის შემზადებას, რომ ვერ შეასრულებენ  ვალდებულებებს და ხშირად რისკებიც არასათანადოდ არის შეფასებული.


,,საერთაშორისო პრაქტიკით FIDIC წესებით კომპენსაციისასაც, მასალებზე ფასები, ოფიციალურად გამოცხადებულ კვარტალურ სტატისტიკას ეყრდნობა,  მითითებულია ისიც, ხელშეკრულების დადებამდე რა პერიოდით ადრე აიღება არსებული ფასების საბაზისო მაჩვენებელი შესადარად და .. ამდენად, მთავრობის შემოთავაზება ამ შემთხვევაში უკვე არსებულ სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებებს რადგან ეხება, არ გვგონია თუნდაც 10%-იანი მიჯნა დაბალი იყოს. არც სამშენებლო სექტორი იკლავს  თავს ბაზარზე ფასების მოთოკვით - ახალ ბინებსა და ოფისებზე საკმაოდ მაღალი საფასო ზრდაა დაფიქსირებული.  ბოლოს და ბოლოს, საქართველოს გადასახადის გადამხდელთა ფულით რამდენ ბიზნესს უნდა  ,,ვუშველოთ, რომელთაც ექსპორტზე გააქვ პროდუქცია ან/და უცხოტომელზე ყიდიან  პროდუქტს... საკითხავია, რა შეღავათები დააწესეს ამ პერიოდში კომპანიებმა საქართველოს მოქალაქეებისთვის?! რაიმე კორელაცია ოდესმე მომხდარა, როცა დაიწია ხარჯებმა და ვთქვათ,  ასევე შემცირდა სარეალიზაციო ფასები?! რატომაა თბილისში ახალაშენებული კორპუსების უმეტესობა ექსპლატაციაში გაშვებული ოფიციალურად ექსპლატაციაში მიღებამდე?! ზოგადად, განაშენიანების ამ პოლიტიკით მინიმუმ სატრანსპორტო კოლაფსი გვაქვს თუ არა ვთქვათ თბილისის უმეტეს ახალფორმირებულ უბანზე, როცა კონკურენტი ფირმები 20-25 სართულიან კორპუსებს აშენებენ ყოველგვარი შემავალი გზების, დამატებითი ინფრასტრუქტურის და სხვა დაიგნორირებით, წინასწარგაყიდვებით მოგროვილი ფულის ,,დომინოს პრინციპით ჩადებით, ბანკებზე ბმული დაფინანსების მრიცხველის ამოქოქვით და ვადების დაუცველობის გამო საბოლოოდ კატასტროფულად კაბალურ პირობებში მომხმარებლის ჩაგდებით“, - აცხადებს ხომერიკი ,,კომერსანტთან“.



მისი თქმით, სექტორის წარმომადგენლების მხრიდან მთავრობის მიმართ მოთხოვნების დაყენებას, სჯობს,  კომპანიებმა გადახედონ ტურბულენტურ გარემოში მარკეტინგულ  მდგენელს და ბანკებთან კომერციულ თანამშრომლობაზე იყვნენ  ორიენტირებული.


,,არა მგონია, უკრაინის ომის შედეგებმა სამშენებლო  სექტორზე ასახვა გრძელვადიანად არ იქონიოს - დანგრეულის აღდგენისას პირიქით უფრო დეფიციტური და ძვირი გახდება სამშენებლო მასალები... კარგია, რომ სახელმწიფომ ობიექტურად შეაფასა ვითარება, თუმცა პერიოდულად სხვადასხვა სამშენებლო კორპორაციის წარმომადგენლის მიერ ნიადაგის შემზადება, რომ ვერ შეასრულებს ვალდებულებებს, ან რისკების არაგონიერი შეფასების გადაფარვას ან/და გადაზღვევაზე არაჯანსაღი დამოკიდებულება -  ხალხს უჭირს, ბიზნესსაც შესაბამისად დაეტყობა... ამიტომ გვმართებს კონსოლიდაცია და არა ცალკარას თამაში“, - დასძენს თემურ ხომერიკი.


შეგახსენებთ, რომ სამშენებლო მასალების გაძვირების ფონზე მთავრობამ სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე ინფრასტრუქტურული კომპანიებისთვის ფასების ინდექსაციის სისტემის ამოქმედების გადაწყვეტილება მიიღო.


ახალი დადგენილება ადგენს კონკრეტულ ზღვრებს, რა ოდენობის თანხას აუნაზღაურებს კომპანიებს.


დოკუმენტის თანახმად, ფასთა ინდექსაცია შეეხება სამუშაოების ღირებულების მაქსიმუმ 70%-ს, უშუალოდ ასანაზღაურებელი თანხა კი ამ დადგენილი ზღვრის 10%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

 

მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up