სამხრეთ კორეის Samsung Electronics-ი, მომდევნო 20 წლის განმავლობაში, ჩიპების წარმოების ობიექტების მშენებლობაში 300 ტრილიონი ვონის (230 მილიარდი აშშ დოლარი) ინვესტირებას აპირებს. ამის შესახებ Bloomberg-ი იტყობინება.
კომპანია 2042 წლისთვის ხუთი საწარმოს აშენებას გეგმავს, რომელიც სეულის გარეუბანში განთავსდება. Samsung Electronics-ი მოელის, რომ საწარმოები შეძლებენ ჩიპების 150-ზე მეტი ადგილობრივი და უცხოელი მწარმოებლის მოზიდვას.
სამხრეთ კორეის ხელისუფლება 422 მილიარდი დოლარის ინვესტიციას აპირებს ქვეყნის ტექნოლოგიურ სექტორში.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იუნ სეოკ-იოლმა განაცხადა, რომ ხელისუფლება ყურადღებას გაამახვილებს ჩიპების, ბატარეების, რობოტების, ელექტრო მანქანების, დისპლეების და ბიოტექნოლოგიური კომპანიების მწარმოებლების მხარდაჭერაზე. მთავრობის გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს შიდა მიწოდების ქსელების განვითარებას, ითვალისწინებს ტექნოლოგიური ჰაბების შექმნას, რომლებიც აერთიანებს ჩიპების მწარმოებლებს, დიზაინის ბიუროებს და საქონლის მომწოდებლებს.
ოთხშაბათს ვაჭრობაში Samsung Electronics-ის აქციები 1.4%-ით გაიზარდა. ბოლო 12 თვის განმავლობაში მათი ღირებულება 15%-ით შემცირდა.