Samsung- ის კვარტალური მოგება ბოლო რვა წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ მაჩვენებელზეა, მიზეზი samsung - ის სმარტფონებისა და ლეპტოპების მიმართ მომხმარებელთა დაბალი ინტერესია. - ამის შესახებ ინფორმაციას Cnn business ავრცელებს. გამოცემის ცნობით ტექნოლოგიურმა გიგანტმა განაცხადა, რომ 2022 წლის ბოლო კვარტალში კომპანიის მოგებამ 3,5 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წილის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 69%- ით ნაკლებია.
2014 წლის მესამე კვარტლის შემდეგ ეს ყველაზე დაბალი კვარტალური მოგებაა, რის გამოც კომპანიამ კონკურენტებთან მიმართებაში მნიშვნელოვანი ადგილი დაკარგა.
Samsung ვარაუდობს, რომ აღნიშნული პრობლემა ეკონომიკური გაურკვევლობის გამო უახლოესი თვეების მანძილზე გაგრძელდება და მოთხოვნის აღდგენას წლის მეორე ნახევრიდან ვარაუდობს.
კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ „ძირითად რეგიონებში ეკონომიკური ზრდის შენელების გამო მოთხოვნა კვლავ შემცირებული იქნება“
სამშაბათს 31 იანვარს სეულში Samsung-ის აქციები 3%-ით დაეცა, თუმცა კომპანიის განცხადებაში წერია, რომ რამდენიმე ნათელი წერტილიც იყო და კომპანიამ 2022 წელს მთლიანი მოგების სახით 245,7 მილიარდი დოლარი მიიღო, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მიმდინარე წელს კომპანიის მოგება კვლავ შემცირდება, რადგან ჩიპებზე ფასების კლება კვლავ გრძელდება.