სამხრეთ კორეული კომპანიის „სამსუნგის“ ინფორმაციით, ბოლო დღეებში განვითარებული გეოპოლიტიკური მოვლენების გამო, რუსეთში მათი პროდუქციის შეტანა შეჩერებულია.
კომპანიის მენეჯმენტის განმცხადებით, „სამსუნგი“ აქტიურად აკვირდება უკრაინაში არსებულ რთულ ვითარებას. არსებული ცნობით, რუსეთში „სამსუნგი“ ყველა პროდუქტის ექსპორტს აჩერებს - მათ შორის ჩიპების, სმარტფონების, სამომხმარებლო ელექტრონული მოწყობილობების მიწოდებას.
ამით „სამსუნგი“ შეუერთდა მსგავსი პროფილის ისეთ კომპანიებს, როგორიც არის Apple Inc და Microsoft Corp, რომლებმაც რუსეთში გაყიდვები და მომსახურება უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეწყვიტეს.