სამთვიანი პაუზის შემდეგ ეიფელის კოშკი ვიზიტორებისთვის 25 ივნისს გაიხსნება. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.
კორონავირუსის პანდემიის გავრცელების გამო ეიფელის კოშკი 13 მარს დაიხურა.
აღსანიშნავია, რომ ეიფელის კოშკის გახსნა სანიტარული ნორმების გათვალისწინებით მოხდება. კერძოდ, 11 წლის ასაკიდან ყველა პირისთვის პირბადის ტარება სავალდებულო იქნება, ხოლო საწყის ეტაპზე კი ვიზიტორები მხოლოდ მეორე სართულამდე შეძლებენ ასვლას. ამ ეტაპზე ლიფტები არ იფუნქციონირებენ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
Imedinews.ge