ბაქოში სატრანსპორტო საცობები უარყოფითად აისახება ეკონომიკურ აქტივობაზეც. ABC.AZ-ის ცნობით, ამის შესახებ დეპუტატმა ვუგარ ბაირამოვმა განაცხადა.
მას მიაჩნია, რომ ინფრასტრუქტურის გაფართოება მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელება დასაფასებელია.
„თუმცა, განვითარებული ინფრასტრუქტურით ვერც ერთმა ქვეყანამ ვერ გადაჭრა გადატვირთულობის პრობლემა. საჭიროა სხვა, არაპირდაპირი ღონისძიებები. განვითარებული ქვეყნების უმრავლესობის გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სამუშაო საათების შეცვლა მნიშვნელოვანია საცობების აღმოსაფხვრელად და მოძრაობის სიხშირის შემცირება.
ამ მხრივ, თუ საჯარო სექტორში სამუშაო საათები უფრო ადრე დაიწყება, ვიდრე კერძო სექტორში და სამუშაო დღე შედარებით ადრე დამთავრდება, მაშინ შესაძლოა ამან გარკვეულწილად შეამციროს საცობები. საჯარო სფეროში შესაძლებელია თუნდაც სექტორული მიდგომის გამოყენება. მსგავსი მექანიზმი შეიძლება იყოს რეკომენდირებული კერძო სექტორისთვისაც“, - განაცხადა დეპუტატმა.