“სამწუხაროდ, ჩვენი ექსპორტის დივერსიფიკაცია ისევ  სურვილად და ამოცანად რჩება“ -  მერაბ კაკულია

“სამწუხაროდ, ჩვენი ექსპორტის დივერსიფიკაცია ისევ სურვილად და ამოცანად რჩება“ - მერაბ კაკულია

access_time2022-05-04 21:00:14

რადიო “კომერსანტის“ ეთერში გიორგი აბაშიშვილის საავტორო გადაცემაში „ბიზნესინსაიდერი“ ჯიპას პროფესორმა და ეროვნული ბანკის ყოფილმა ვიცე -პრეზიდენტმა მერაბ კაკულიამ ქვეყნის საგარეო ვაჭრობის დივერსიფიკაციაზე ისაუბრა, მისი თქმით ,,ექსპორტის დივერსიფიკაცია ისევ სურვილად და ამოცანად რჩება“.

 

“უნდა  ითქვას, რომ მნიშვნელოვანი ძვრები ექსპორტის დივერსიფიკაციის მიმართულებით, სამწუხაროდ, არ შეინიშნება. ეს ალბათ  იმითაა გამოწვეული, რომ  ძირეული სტრუქტურული ცვლილებები საქართველოს ეკონომიკაში არ მომხდარა: ტრადიციული დარგები, რომლებზეც საექსპორტო  პროდუქციის უდიდესი ნაწილი მოდის,  კვლავინდებურად ეკონომიკური  საქმიანობის ცენტრალურ სფეროებს  წარმოადგენენ. მართალია, რაღაც მიმართულებით არის გარკვეული ძვრები,   თუმცა არსებით  ცვლილებებზე ჯერ ვერ  ვილაპარაკებთ“. -  აღნიშნა მერაბ კაკულიამ.

 

კაკულიამ რუსეთზე დამოკიდებულება და მასთან სავაჭრო ურთიერთობებიც შეაფასა, მისი თქმით ბოლო წლებში  რუსეთზე დამოკიდებულება მკვეთრად გაიზარდა, არადა იყო პერიოდი, როდესაც რუსეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორების პირველ ათეულში საერთოდ არ იყო.

 

“საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულება ბოლო წლებში მკვეთრად  გაიზარდა. იყო პერიოდი, როცა რუსეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების   პირველ ათეულშიც კი  არ  შედიოდა, შემდეგ ის გამოჩნდა, თანაც საკმაოდ  დინამიკურად: ჯერ  6 -ე ადგილზე, მერე  4 - ზე, უკრაინაში შეჭრამდე კი  - მეორე ადგილზე. ეტყობა ასეთ  ბმას  დიდ წილად მენტალური ბმა და  ჩვენი  ეკონომიკის  ტრადიციული სტრუქტურა  განაპირობებს.  ამ  დამოკიდებულებისგან  თავის  დაღწევის საშუალება არის  ვაჭრობის გეოგრაფიული  დივერსიფიკაცია, რასაც, იდეაში, ხელს უნდა  უწყობდეს  ღრმა  და  ყოვლისმომცველი  თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ  შეთანხმება  ევროკავშირთან, თავისუფალი  ვაჭრობის ხელშეკრულებები ჩინეთთან და სხვა  ქვეყნებთან.  მათ თითქოს  მეტი  დინამიკა უნდა  შესძინონ  ჩვენ სავაჭრო  ურთიერთობებს დსთ-ს  ქვეყნებს  მიღმა, მაგრამ,  ამასთან არსებობს  ვაჭრობის  გრავიტაციული მოდელი, რომელიც  განსაკუთრებულ  მნიშვნელობას  ანიჭებს  ბაზრის  სიახლოვეს და სიდიდეს. ამიტომ, ალბათ ჩვენი  ეკონომიკა   რუსეთს და მის ბაზარს ადვილად ვერ  ჩამოშორდება,  მიუხედავად წლების  მანძილზე  ძლიერი  მცდელობებისა“. -  აღნიშნა მერაბ კაკულიამ.


 

მერაბ კაკულიამ აღნიშნა, რომ სანამ DCFTA  შევიდოდა ძალაში, მოქმედებდა  GSP + - ის  რეჟიმი, რომლის ფარგლებშიც  7200 დასახელების პროდუქციაზე  საქართველოს   პრეფერენციული, თითქმის  უტარიფო,  ვაჭრობის  შესაძლებლობა ჰქონდა  ევროკავშირთან, მაგრამ ქვეყანამ ეს შესაძლებლობა ვერ გამოიყენა.

 

 

“ეს  შესაძლებლობა ჩვენ  ვერ  გამოვიყენეთ, ამიტომ, თავიდანვე  ვფიქრობდი, რომ DCFTA საკმაოდ დიდხანს ვერ მოახდენდა  გარდამტეხ გავლენას საქართველოს ექსპორტზე, თუმცა  დინამიკა  მაინც  პოზიტიურია: სასურველზე  ნელა, მაგრამ ვაჭრობა ევროკავშირთან იზრდება, ისე, როგორც  ჩინეთის  მიმართულებითაც“. -  აღნიშნა მერაბ კაკულიამ.

 


თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up