სამწუხაროდ ევროპის ბაზარზე ვერ გავდივართ - „აჭარა ტრეიდინგ გრუპი“

სამწუხაროდ ევროპის ბაზარზე ვერ გავდივართ - „აჭარა ტრეიდინგ გრუპი“

access_time2022-09-20 12:00:47

ციტრუსის ექსპორტიორი კომპანიები „ნარინჯისფერი რთვლისთვის ემზადებიან და იმედი აქვთ, რომ წელს გასული წლის მაჩვენებლებს გააუმჯობესებენ.


კომპანია „აჭარა ტრეიდინგ გრუპში“, რომელიც ციტრუსის ექსპორტიორი კომპანიაა, აცხადებენ, რომ წელსაც მთავარი სამიზნე ბაზარი რუსეთია. კომპანია ფრეში ხილის ექსპორტითაა დაკავებული, სადაც ექსპორტამდე ციტრუსის რეცხვა, პარაფინირება, დაკალიბრება და დაპაკეტება ხორციელდება.


კომპანიის დამფუძნებელმა კახა შავაძე „კომერსანტს“ უთხრა, კომპანია ​პროდუქციის ექსპორტს „მაცივარი მანქანებით“ ახორციელებს და ამ მიმართულებით ხარჯი საკმაოდ გაზრდილია, საუბარია დაახლოებით 60%-იან ზრდაზე.



„წელს ვგეგმავთ 1000 - 1500 ტონა ციტრუსის ექსპორტირებას, მთავარია როგორი იქნება ხარისხი. საშუალო ხარისხს ხელს არ ვკიდებთ. შარშან ექსპორტის რეჟიმში კილო ციტრუსის ფასი 60 ცენტი იყო ტრანსპორტირების ხარჯის გარეშე. წელს დაახლოებით 60-70 ცენტს ვარაუდობთ პლუს გაზრდილი ტრანსპორტირების ხარჯები.



2021 წლის ციტრუსის სეზონზე ყველაზე ცოტა ციტრუსის ექსპორტი მოვახდინეთ, რადგანაც ხარისხი იყო საკმაოდ დაბალი. რაც შეეხება ექსპორტს ძირითადად მაინც რუსეთის ბაზარი და რუსული ქსელები იყო, ასევე იყო უზბეკეთი.




წელსაც პროდუქციის ექსპორტს ვგეგმავთ რუსეთში, ვნახოთ მანამდე რა იქნება. ასევე კარგი პარტნიორები გვყავს უზბეკეთში და ყაზახეთში.



სამწუხაროდ ევროპის ბაზარზე ვერ გავდივართ.​ ევროპაში თავის დამკვიდრებაში არავინ გვეხმარება. საელჩოში ეკონომიკური ატაშეები არიან, მაგრამ არავინ ინტერესდება. ჩვენს ფიტოსანიტარიულ სერტიფიკატს ევროპაში არ აღიარებენ. იქ რომ მანქანას დაგიყოვნებენ 7-10 დღის განმავლობაში, როდესაც მალფუჭებადი პროდუქცია მიგაქვს, ჩათვალე უნდა გადაყარო პროდუქცია“, - აცხადებს შავაძე.


აღსანიშნავია, რომ აჭარაში წელს, წინასწარი მონაცემებით, 45-50 ათას ტონამდე ციტრუსის მოსავალს ელოდებიან. საექსპორტო ქვეყნებიდან ძირითადი აქცენტი კეთდება სომხეთზე, აზერბაიჯანზე, მოლდოვაზე, ბელარუსზე, ასევე ევროკავშირის ქვეყნებზე, ბალტიისპირეთის ქვეყნებზე: ლიეტუვა ლატვია.


აღსანიშნავია, რომ გასულ სეზონზე აჭარიდან 38,268 ტონა ციტრუსის ექსპორტი განხორციელდა. საანგარიშო პერიოდში მანდარინის ექსპორტი განხორციელდა ყაზახეთში, ესტონეთში, ყირგიზეთში, სლოვენიაში, ბელორუსიაში, მოლდოვაში, უკრაინაში, სომხეთში, რუსეთში და სხვა.


აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, ციტრუსის მთავარ საექსპორტო ბაზრებზე გასულ წელს გატანილი პროდუქციის მოცულობა ასეთია:

სომხეთი - 26133 ტ
უკრაინა - 3851 ტ
მოლდოვა - 600 ტ
სლოვენია - 300 ტ
შუა აზია - 400 ტ
ბალტიისპირ 







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up