სამწუხაროდ კლინიკებში ინფექციის კონტროლის კუთხით ძალიან არასასიამოვნო მდგომარეობა იყო, - ასე შეაფასა 2022 წლის განმავლობაში ჩატარებული მონიტორინგის შედეგები ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა, რომელმაც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე 2022 წელს განხორციელებული საქმიანობა შეაჯამა და სამომავლო გეგმები წარადგინა.
მინისტრის თქმით, კლინიკებში ინფექციის კონტროლის მონიტორინგის შედეგად მნიშვნელოვანი შედეგები დაიდო.
„მთელი ქვეყნის მასშტაბით 120-ზე მეტ კლინიკებში იყვნენ ერთობლივი ჯგუფები, რომელიც სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებიდან შევქმენით. სამწუხაროდ იყო ძალიან არასასიამოვნო მდგომარეობა კლინიკებში ამ კუთხით. რამდენიმე კლინიკაში ორჯერ-სამჯერაც იყვნენ უკვე და ვფიქრობ, რომ ასეთი სისტემური მიდგომით მივაღწევთ საბოლოო შედეგს, რასაც ინფექციის კონტროლი ჰქვია კლინიკებში“, - აღნიშნა მინისტრმა.