„სამწუხაროდ, მოგვიწევს ფასების დაკლებაც, რაც მეორე მხრივ პრაქტიკულად, ძალიან რთულია“ - ბექა გონაშვილი ცხვრის ფასსა და მოთხოვნაზე

„სამწუხაროდ, მოგვიწევს ფასების დაკლებაც, რაც მეორე მხრივ პრაქტიკულად, ძალიან რთულია“ - ბექა გონაშვილი ცხვრის ფასსა და მოთხოვნაზე

access_time2022-08-27 19:00:00

საქართველოდ მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე, ბექა გონაშვილი ცხვრის ფასთან და მოთხოვნასთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს აქვეყნებს:

„რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ჩემი ორი თვის წინანდელი პროგნოზები ზუსტად ახდა ცხვრის ფასთან დაკავშირებით და მოთხოვნებთან დაკავშირებით.

რა მდგომარეობა გვაქვს ახლა:

- დაახლოებით 40 000 სულამდეა ჯამში რეალიზებული წლევანდელი (ის რაც იანვარ-თებერვალში დაიბადა) სულადობიდა!!! (რა თქმა უნდა სტატისტიკით მეტიც არის მაგრამ ჩათვალეთ რომ მაისამდე რაც არის ექსპორტ ეგ სულ წინა წლის ცხვარია)

- დოლარი და ლარის კურსიდან გამომდინარე ფასი მაღალი ვერ იქნება!!!

- ფასების დაცემას ხელს უწყობს რამდენიმე ფაქტორი: ევროპაში დიდი გვალვები (რაც ორი კვირის წინ პირადად ვნახე) და რუმინეთში მაქსიმალურად იშორებენ თავიდან ცხვარს და FOB ზე დაახლოებით 2.9$ ში ყიდიან კილოგრამს ანუ 35 კილოგრამიანი 101.5$ ყველა საბუთით და ანალიზით გემზე დატვირთული კონსტანტას პორტში.

- ბოლო ორ თვეში ლამის 1 მილიონამდე ცხვარი შევიდა სუდანიდან საუდის არაბეთში რამაც ბაზრის გაჯერება გამოიწვია.

რატოა ეს სიტუაცია საგანგაშო ჩვენთვის?


აგერ უკვე 2-3 კვირაში ცხვარი უნდა დაიძრას ზაფხულის საძოვრებიდან ბარში. ბარში კი ძალინ დიდი გვალვაა, ბალახი გადამხმაროა და საძოვრები მწირია ამიტომ.

როცა მეცხვარეს ყავს პირობითად 1000 სული დედა ცხვარი და ის ბატკანს ვერ გაყიდის, მაშინ დაახლოებით 600-700 სულით მეტი ცხვრით ბრუნდება ზამთრის ისედაც მწირ საძოვარზე, რომელიც იმ გამოსაზამთრებელ 1000 სარეპროდუქციო დედა ცხვარს შეუჭამს საძოვარს და ზამთარი თუ დიდი აღმოჩნდა განსაკუთრებულად გაუჭირდება და საკვების სიმწირის გამო დაეხოცება ცხვარიც და ბატკანიც…

რა უნდა გაკეთდეს?

- არ ვიცი!… მართლა არ ვიცი. გარდა იმისა რომ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ჩვენი დიპლომატიური და ეკონომიკური წარმომადგენლობები გააქტიურდნენ, ლოჯისტიკის პრობლემების მოგვარება და შესაბამისად ფასების კორექტირებაც… სამწუხაროდ მოგვიწევს ფასების დაკლებაც, რაც მეორე მხრივ პრაქტიკულად ძალიან რთულია, რადგან გაზრდილი ხარჯებიდან გამომდინარე (მწყემსების ხელფასები, საწვავები და სხვა) ძალინ რთულ მდგომარეობაში ჩაგვაყენებს პრაქტიკულად დარგს… ისედაც არა ვწყვეტამდით ვარსკვლავებს, მაგრამ ამის გარეშე ზამთარი ძალიან რთული იქნება“ - წერს ბექა გონაშვილი.

ამ თემაზე გონაშვილი რამდენიმე თვის წინაც წერდა:

„მოკლედ, როგორც მოგეხსენებათ მეგობრებო, საქართველოში ცხვარი წარმოება და რელიზაცია მიბმულია არაბულ ბაზრებს, მათ მოთხოვნებს და პერიოდებს (ახლა არავინ გამოცვივდეთ და ქართული ცხვარი რათ გადისო, თორე ემსააჩი ბენზინ მოგასხამთ და ასანთ მოგაგდებთ დანდობილა). აქედან გამომდინარე წლევანდელი ჩავარდნა გამოწვეულია სწორედ იმით რომ წელს ყურბან ბაირამი (EID AL - ADHA) რაც არის ერთ ერთი ძირითადი დღესასწაული სადაც დიდი რაოდენობით ცხვარი იკვლება და მერე რიგდება გაჭირვებულებისთვის, იყო 9 ივლის, ანუ 10 დღით უფრო ადრე ვიდრე წინა წელს, და ეს თარიღი სულ ასე მოძრაობს, და ყოველ წელს კიდე უფრო აქეთ გადმოვა. რაც ნიშნავს იმას რომ ჩვენი ცხვარი არ იყო კონდიციაში იმ პერიოდში რომ დიდი რაოდენობით გაყიდულიყო, რაც გაიყიდა აქამდე ძირითადად აზერბაიჯანშ წავიდა.

მეორე მიზეზი გახლავთ ის რომ შარშანდელი 300-350 და ზოგ შემთხვევაში 400 ლარები ცხვარზე რომ გვიხაროდა, წელს ეგ ფასები ძალიან ურტყავდა დოლარის კურსიდან გამომდინარე. ანუ მაგალითად თუ შარშან 325 ლარს მოგვცემდა ვინმე ცხვარშ და ეგ იყო 100$ ამჟამად ეგ 325 ლარი 114$ გამოდის, ამას დავუმატოთ სხვა გაძვირებული ხარჯები ლარში და ეგეც გადაყვანილი დოლარის კურსით და ჩვენი ფასები ძალიან არა მიმზიდველია მყიდველებისთვის.

სამწუხაროდ წელს არ მაქვს კარგი წლის მოლოდინი და არ მგონია რომ აქტიური ყიდვები დაიწყოს სანამ 1) ფასი არ იქნება დაახლოებით 230-250 ლარის ფარგლებში და 2) სანამ არ დადგება ოქტომბერ-ნოემბერი.

აქვე გეტყვით რომ დროა საქართველოში მეცხვარეებმა ცოცხალი წონით გაყიდვა ვისწავლოთ, რადგან სხვანაირად მყიდველებისთვის ეს საქმე ლატარიაა და ბევრი კლიენტი ერთხელ იყო, მაქსიმუმ მეორედ და მესამედ უკან აღარ მოვიდა, რადგან იზარალა ასე იწილო-ბიწილოობით.

კიდე იმას გეტყვით რომ ეს ფასი რაც ზემოთ დავწერე 230-250 ლარი ძალიან დაბალია ყველა იმ ხარჯის გაზრდას თუ გადავხედავთ რაც გაიზარდა წინა წლებში, განსაკუთრებით ანაზღაურების ნაწილში, ძალიან გართულებულია მწყემსის მოძებნა, არავინ მოდის ცხვარში და სხვა. ამიტომ ზოგადად ვიტყვი რომ საჭიროა უფრო მეტი პროდქუციის წარმეობა და წარმოების პროცესის დახვეწა თუ გვინდა რომ გადავრჩეთ, საჭიროა საძოვრების ქონა მეცხვარესთვის და არა ვიღაცისგან ქირაობა, რა დროსაც ამ ე.წ ქვე იჯარის ფასი 8-10 ჯერ აღემატება სახელმწიფოსგან რომ ჰქონდეს მეცხვარეს პირდპაირ ნაქირავები, ამაზე ვმუშაობთ ბევრს, ჩვენი ინიციატივა მიიღო შარშან 6 ოქტომბერს მთავრობამ, და ახლა მისი აღსრულება იწყება, ვნახოთ იმედია კარგად წავა პროცესი, ბევრი რამე იქნაბ დასახვეწი და შესაცვლელი და ამაზეც ვმუშაობთ.

მოკლედ, 2022 წელი არ იქნება მეცხვარეებისთვის ადვილი წელი, გისურვებთ წარმატებებს“ - წერდა მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე ივლისში.

„ბიზნესპრესნიუსი“




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up