სამხატვრო აკადემიაში 2023 წელს აბიტურიენტთა კონკურსი განსხვავებული ფორმატით ჩატარდება - რას ითვალისწინებს ცვლილება

სამხატვრო აკადემიაში 2023 წელს აბიტურიენტთა კონკურსი განსხვავებული ფორმატით ჩატარდება - რას ითვალისწინებს ცვლილება

access_time2023-03-06 17:00:49

2023 წელს თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, აკადემიის რექტორის მიერ ინიცირებული სახელოვნებო განათლების რეფორმის ფარგლებში, საბაკალავრო პროგრამებზე აბიტურიენტთა მისაღები შემოქმედებითი კონკურსი პირველად ჩატარდება ახალი ფორმატით. ამ თემასთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა და სამხატვრო აკადემიის რექტორმა ყარამან ქუთათელაძემ ისაუბრეს.

ბრიფინგზე აღინიშნა, რომ სამხატვრო აკადემიის აკადემიურმა საბჭომ დაამტკიცა 2023 წლის შემოქმედებითი კონკურსის დებულება. დებულების თანახმად, სახელოვნებო განათლების რეფორმის ფარგლებში შემუშავდა შემოქმედებითი კონკურსის ახალი ფორმატი, რომელიც შეესაბამება სახელოვნებო და არქიტექტურის პროგრამების მოთხოვნებს და საშუალებას იძლევა, უფრო ზუსტად შეფასდეს თითოეული აბიტურიენტის შემოქმედებითი შესაძლებლობები. აქამდე სამხატვრო აკადემიაში სახვითი ხელოვნების, დიზაინის, მედიახელოვნებისა  და არქიტექტურის ფაკულტეტების ყველა პროგრამის აბიტურიენტებისთვის შემოქმედებითი ტური მხოლოდ ხატვაში ტარდებოდა, მაგრამ ამგვარი გამოცდა არ იძლეოდა შესაძლებლობას, შეფასებულიყო აბიტურიენტის მიერ არჩეულ პროგრამასთან დაკავშირებული მისი შემოქმედებითი უნარები.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით:

„2023 წლიდან აბიტურიენტების მისაღები შემოქმედებითი კონკურსი (მისაღები გამოცდა არქიტექტურის, სახვითი ხელოვნების, დიზაინისა და მედიახელოვნების საგანმანათლებლო პროგრამებისთვის) ჩატარდება შემდეგი ფორმატით:

1. პორტფოლიოს წარდგენა და შეფასება;

2. გამოცდა ხატვაში (სახვითი ხელოვნების, დიზაინისა და მედიახელოვნების ფაკულტეტების პროგრამების აბიტურიენტებისათვის) ან ხაზვაში (არქიტექტურის ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების აბიტურიენტებისათვის).


პორტფოლიოს მეშვეობით შესაძლებელი იქნება აბიტურიენტის მხატვრული უნარებისა და შემოქმედებითი პოტენციალის მრავალმხრივად შეფასება, რადგან ის არის აბიტურიენტის მიერ დროის გარკვეულ ეტაპებზე სხვადასხვა მასალით/ტექნიკით (ფერადი ფანქრები, ფერადი ფლომასტერები, პასტელი, წყლის საღებავი - აკვარელი, აკრილი, ტემპერა, გუაში და სხვა) შესრულებული ნამუშევრების კრებული. პორტფოლიოში უნდა იყოს, სულ მცირე, 15 ნამუშევარი: ხუთი - შავ-თეთრი, გრაფიკული მასალით შესრულებული, ხუთი - ფერში შესრულებული და ხუთი - აბიტურიენტის მიერ შერჩეული თავისუფალი კომპოზიცია, რომლებიც, მისი მოსაზრებით, მაქსიმალურად წარმოაჩენს მის ინდივიდუალურ, მხატვრულ/შემოქმედებით შესაძლებლობებს.

შემოქმედებითი კონკურსის პირველი კომპონენტის - პორტფოლიოს - შეფასებისას დადებითი ქულის მიღების შემთხვევაში აბიტურიენტები დაიშვებიან შემოქმედებითი ტურის მეორე ეტაპზე - ხაზვის ან ხატვის გამოცდაზე. ხაზვის გამოცდა ჩატარდება ერთი დღის განმავლობაში, ხატვის გამოცდა კი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება და შესრულდება ორი საგამოცდო ნამუშევარი: ერთი -  შავ-თეთრი, გრაფიკული  და ერთი -  ჩანახატი ფერში.

პორტფოლიოებსა და საგამოცდო ნამუშევრებს გაეცნობა და ანონიმურად შეაფასებს სამხატვრო აკადემიის რექტორის ბრძანებით შექმნილი შემოქმედებითი კონკურსის შემფასებელი რამდენიმე კომისია, რომლებიც დარგის სპეციალისტებით დაკომპლექტდება.

აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული 2023 წლის შემოქმედებითი კონკურსის დებულება, რომელშიც განმარტებულია თითოეული კომპონენტის მოცულობა, ფორმატი, მასალა და ნამუშევრების შეფასების კრიტერიუმები, დღეს, 6 მარტს, გამოქვეყნდება სამხატვრო აკადემიის ოფიციალურ ვებგვერდზე - art.edu.ge.    

ინფორმაციისთვის: მიმდინარე წლის 9 მარტს, 12:00 საათზე, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში აბიტურიენტებისთვის ჩატარდება ღია კარის დღე, რომელზეც დასწრება თავისუფალია. დეტალურ ინფორმაციას შემოქმედებითი კონკურსის შესახებ აბიტურიენტებს აკადემიის რექტორი ყარამან ქუთათელაძე, ფაკულტეტების დეკანები, სასწავლო და ხარისხის მართვის დეპარტამენტების წარმომადგენლები გააცნობენ.

2023 წლის 9 მარტიდან სამხატვრო აკადემიაში ამოქმედდება საკონსულტაციო ცენტრი, რომელიც აბიტურიენტებს მიაწვდის ინფორმაციას და უპასუხებს მათთვის საინტერესო შეკითხვებს აკადემიაში ან სატელეფონო ცხელის ხაზის მეშვეობით.  ინფორმაცია ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრებისა და საკონსულტაციო ცენტრის სამუშაო საათების შესახებ გამოქვეყნდება სამხატვრო აკადემიის ვებ- და ფეისბუქგვერდებზე.

როგორც ცნობილია, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით სამხატვრო აკადემიაში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა აკადემიის რექტორის, ყარამან ქუთათელაძის, ინიცირებულ სრულიად ახალ და თანამედროვე კონცეფციის შესაბამისად შემუშავებულ სახელოვნებო განათლების რეფორმაზე, რომელიც გულისხმობს ე.წ. ახალი აკადემიის შექმნას. რეფორმით გათვალისწინებულია:  ახალი ლოგოსა და ვებგვერდის შექმნა; სამხატვრო აკადემიის ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა - ახალი პროგრამების აკრედიტაცია, მათი თანამედროვე სტანდარტებთან სინქრონიზაცია და არსებული პროგრამების თარგმნა უცხოელი სტუდენტების მოზიდვის მიზნით; საერთაშორისო სახელოვნებო რეზიდენციების შექმნა; ყოველწლიური ახალგაზრდული არტბაზრობისა და ფესტივალის გამართვა; თანამშრომლობა მსოფლიოში ცნობილ სახელოვნებო უმაღლეს სასწავლებლებთან; სტუდენტებისთვის თავისუფალი სახელოსნოებისა თუ დამატებითი სოციალური სივრცეების მოწყობა და სხვა.“- ნათქვამია უწყების განცხადებაში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up